საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87599

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ სოფელ ჭყვიშის ნიადაგი საკმაოდ ნაყოფიერი იყო, რადგან თუკი ადამიანი იმუშავებდა სამი წლის სამყოფ მოსავალს აიღებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ სოფელ ჭყვიშის სახალხო სკოლის მასწავლებელი ბევრს შრომობდა და სწავლების საქმეს ძალიან ჭკვიანურად უძღვებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ სოფელ ჭყვიშის სახალხო სკოლაში 30-40 მოსწავლე იყო და საწყის საფეხურზე სამი წელი სწავლობდნენ. ისინი კარგად იყვნენ მომზადებულები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა – სოფელ ჭყვიშში არაკეთილისმსურველმა პირებმა გლეხებს შთააგონეს, რომ სკოლა არ იყო მათთვის საჭირო, მათი ბავშვები ტყუილუბრალოდ ცდებოდნენ და ფინანსურად იხარჯებოდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ სოფელ ჭყვიშის გლეხებმა არაკეთილისმსურველი პირების შთაგონებით შეადგინეს განაჩენი და 13 წლის ნაჭირნახულევი სკოლა 1884 წლის ივლისში დაკეტეს. მშობლებმა შვილები სკოლაში არ გაუშვეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ გლეხების მიერ სოფელ ჭყვიშის სკოლის დახურვა აცნობეს მაზრის უფროსს, რომელმაც სკოლის დაკეტვაზე უარი განაცხადა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ სოფელ ჭყვიშის გლეხებმა სკოლის დასაკეტად შედგენილი განაჩენი წარუდგინეს ქუთაისის გუბერნიის სამხედრო გუბერნატორს ბ. სმეკალოვს, რათა მისგან დახურვის ნებართვა მიეღოთ, თუმცა უარი მიუვიდათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ ქუთაისის გუბერნიის სამხედრო გუბერნატორმა ბ. სმეკალოვმა სოფელ ჭყვიშის სკოლის დაკეტვასთან დაკავშირებით განაცხადა, არასდროს ეფიქრათ გლეხებს უმიზეზოდ სკოლის დახურვა, სასწრაფოდ გაეხსნათ სკოლა და შვილები გაეშვათ სასწავლებლად.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ ქუთაისის გუბერნიის სამხედრო გუბერნატორმა ბ. სმეკალოვმა სოფელ ჭყვიშის სკოლის დაკეტვასთან დაკავშირებით განაცხადა, ქუთაისის გუბერნიაში გახსნილი სახალხო სკოლები არასდროს დაიხურებოდა, რადგან ისინი თავის მოვალეობას ცოტათი მაინც ასრულებდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ ქუთაისის სახალხო სკოლების ინსპექტორმა ქორქაშვილმა სოფელ ჭყვიშის მამასახლისს გაამართვინა გლეხებისთვის კრება, სადაც მათ აუხსნა თუ რამდენად და რატომ იყო საჭირო სკოლა სოფლისთვის, რა სარგებლობას მოუტანდა მათ შვილებს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა – ქუთაისის სახალხო სკოლების ინსპექტორმა ქორქაშვილმა სოფელ ჭყვიშის მამასახლისს გაამართვინა გლეხებისთვის კრება და მათ პირობა მისცა, რომ სადაც საჭირო იქნებოდა იქ გააგრძელებდნენ სწავლას თავიანთი შვილები, ქუთაისის სახალხო სამასწავლებლო დირექციაც ყოველთვის დაეხმარებოდა სკოლას საჭირო რაოდენობის ნივთების შესაძენად და სახლის შესაკეთებლად.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის სახალხო სკოლების ინსპექტორი იყო ქორქაშვილი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ სოფელ ჭყვიშის ერთი წლით დაკეტილი სკოლა იმავე წლის ოქტომბერში კვლავ გახსნეს, რაც ღვთისმოყვარე ადამიანების დამსახურება იყო, რომლებმაც გლეხებს აზრი შეუცვალეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ სოფელ ჭყვიშის სახლხო სკოლაში 37 მოსწავლე სწავლობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე იმედოვნებდა, რომ სოფელ ჭყვიშის სახალხო სკოლას არასდროს მოაკლდებოდა ქუთაისის სახალხო სამასწავლებლო დირექციიისაგან დაპირებული დახმარება და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაც კვლავინდებურად გაუგზავნიდა სასწავლო ნივთებს.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 13 იანვარს გლაფირა კირშნერის სადგურიდან მოიპარეს 120 მანეთი. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გლაფირა კირშნერი იყო ქვრივი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გლაფირა კირშნერი თბილისში ფლობდა სადგურს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 12 იანვარს გოლდშმიტმა ქუჩაში იპოვა ვერცხლის ჩაის კოვზი. მეპატრონეს ნივთის დასაბრუნებლად საბუთები უნდა წარედგინა პოლიციაში.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გოლდშმიტი იყო ქუჩის დარაჯი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 სექტემბერს არწუნისეულ თეატრში კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანის მონაწილეობით ქართული დრამატული საზოგადოების დასი წარმოადგენდა ჯიაკომეტის ხუთმოქმედებიან დრამას „დამნაშავის ოჯახი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 სექტემბერს არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასი წარმოადგენდა ჯიაკომეტის ხუთმოქმედებიან დრამას „დამნაშავის ოჯახი“. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ: მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, მელიქიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, გ. ს. ალექსეევ-მესხიევი. დასაწყისი 8-ის ნახევარზე იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 24 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სამეგრელოს პოლკის პოდპორუჩიკი იყო ვლ. მ. ყორღანოვი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის ფელეტონი „საზაფხულოდ სოფელში“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 სექტემბერს გაიმართებოდა კავკასიის სამეურნეო საზოგადოების საერთო კრება, რომელზეც ა. ნ. არასხანიანცი წაიკითხავდა მოხსენებას აბრეშუმის ამოხვევის შესახებ ნუხასა და ყარაბაღში.