რეგისტრირებული ფაქტები89455
სორტირება თარიღი კლებადობით
1905
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს თბილისის გამგეობაში გამართულ კრებაზე, რომლის თავმჯდომარეც იყო ვასილ ჩერქეზიშვილი, განიხილეს ციციშვილის აღმართზე კლდის შეკავების საკითხი.
1905
ტიპი: თანამდებობა
რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებითი სიის მიხედვით, იგი 1905 წლის 26 სექტემბერს იმერეთის საეპარქიო სამოსწავლო საბჭოს დადგენილებით დაინიშნა სამტრედიის სამრევლო სკოლის მასწავლებლად. ნამსახურებითი სიის პირის ორიგინალიდან სწორად გადმოწერას 1919 წლის 15 იანვარს ხელმოწერით ადასტურებს ქუთაისის 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 25 სექტემბერს ორთაჭალაში კაზაკთა ასეულზე თავდასხმის დროს დაჭრილი უსეინაშვილი არსენა ჯორჯიაშვილმა გაიყვანა სამშვიდობოს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 25 სექტემბერს ტერორისტებმა არსენ ჯორჯიაშვილის მონაწილეობით ორთაჭალაში კაზაკთა ასეულის ყაზარმაში ბომბი შეაგდეს, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 10-მდე ჯარისკაცი და დაიჭრა თავდამსხმელი უსეინაშვილი.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, გენერალმა თ. ტრეპოვმა ინგლისელ ჟურნალისტთან საუბრისას დაადასტურა, რომ რუსეთში უფასო დაწყებითი სკოლების დაარსების და უმაღლესი სასწავლებლებისთვის ავტონომიის მინიჭების მომხრე იყო.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წლის 19 სექტემბერს აღაბეკ კუზუმბეკოვმა მოსკოვში, სასტუმროში, მეგობარი ქალი დაჭრა. კუზუმბეკოვი დააპატიმრეს.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან" ვიგებთ, რომ ო. ჯაში ქართლ-კახეთის სანთლის ქარხნის რევიზორად აირჩიეს.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, გ. მ. თუმანოვი თბილისის სამაზრო-საერობო კრებამ სამეფო საბჭოში წარმომადგენლად აირჩია.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ექიმი მიხეილ გედევანიშვილი პაციენტებს ვერაზე, ყორღანოვის ქუჩაზე, საკუთარ სახლში, იღებდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ანა მერკვილაძე იყო სამკერვალოს გამგე, რომელიც მამადავითის ქუჩა N 5-ში მდებარეობდა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ივაშენკოვი სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ დაასახელეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურლის" მიხედვით, გენერალმა თ. ტრეპოვმა ინგლისელ ჟურნალისტთან საუბრისას რუსეთის დაწყებით სკოლებში უფასო სწავლებაზე, უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიაზე, პრესის თავისუფლებასა და სახელმწიფო სამსახურის მსურველთათვის გამოცდების აუცილებლობაზე ისაუბრა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, პ. ნ. დემიდოვი მეან-გინეკოლოგი იყო.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ი. ნ. ეგიაზაროვი ნევროლოგი იყო.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, გ. ა. ტატევოსოვი პედიატრი იყო.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ღლონტი და ხაფავა ძარცვის ბრალდებით გაასამართლეს.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ი. ე. ავეტისოვი მუშაობდა მეან-გინეკოლოგად თბილისში, ელიზავეტინსკის ქუჩა N101-ში.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 21 სექტემბრის ,,ცნობის ფურცელის" მიხედვით, მ. რ. ელჩიევი, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი იყო.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, კანისა და ვენსნეულებათა ექიმი მ. ი. მურადოვი პაციენტებს რტიშცევსკის ქუჩა N 1-ში იღებდა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 21 სექტემბრის ,,ცნობის ფურცლის" მიხედვით, გენერალ-გუბერნატორი ნიკოლოზ ვასილის ძე კლეიგელსი, ფინლანდიის საქმეების მინისტრად დაასახელეს.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჯაბადარი თბილისის სამაზრო საერობო საბჭომ საგუბერნიო საბჭოში აირჩია.

