საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89455

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 28 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა და რამდენიმე სხვა პირი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 28 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით ჩატარებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1905 წლის 15-დან 28 თებერვლამდე საზოგადოებაში შევიდა 514 მანეთი და დაიხარჯა – 510.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 28 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად თონეთის სკოლის მასწავლებელს ჯამაგირი გადაეცა 40, ხოლო მის შვილს – 5 მანეთი.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კონსტანტინე ივანეს ძე ჯაფარძის მოსამსახურე ანასტასია კალიაშვილი სახლიდან გავიდა და დაიკარგა.

1905

ტიპი: სტატუსი

1905 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ს. გ. დუკელსკი ინჟინერ-ტექნიკოსი იყო.

1905

ტიპი: სტატუსი

1905 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ი. ბ. მალაევი თამამშევის ქარვასლის ვაჭარი იყო.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლში“ დავით და კონსტანტინე მიხეილის ძე როსტომაშვილები, მიხეილ ალექსის ძე როსტომაშვილი, მართა როსტომაშვილი, ნიკო გიუნაშვილი და ეფემია გიუნაშვილი ნათესავის გარდაცვალებას იუწყებოდნენ.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლში“ ანასტასია გიორგის ასული ჭავჭავაძე და დარია რამაზის ასული ჭავჭავაძე ნათესავებს აუწყებდნენ, რომ ივანე რამაზის ძე ანდრონიკაშვილის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის პანაშვიდსა და წირვას კალოუბნის ეკლესიაში გადაიხდიდნენ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მ. ლაღიძეს ხილეული წყლის გასაყიდად ქალაქის ბაღში მდებარე ჯიხურები იჯარით ჰქონდა აღებული.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნ. კასუმოვი ექიმი იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გულულიანცი გადამდებ დაავადებათა უფასო საავადმყოფოს გამგე და მკურნალი ექიმი იყო.

1905

ტიპი: მფლობელობა

1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე ლ. ძე პაატაშვილი და იოსებ ზ. ძე პაატაშვილი სატუმრო „გრანდ ოტელში“ ღვინის მაღაზიას ფლობდნენ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცელში“ ზურაბ გიორგის ძე აბდუშელიშვილი, ფარნაოზ სიმონის ძე და ნინო დიმიტრის ასული ნათიშვილები, ზაქარია იოსების ძე და სოფიო დიმიტრის ასული მამაცაშვილები ნათესავებს აუწყებდნენ, რომ მარიამ ფარნაოზის ასული აბდუშელიშვილის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შესრულების გამო წმ. გიორგის ქაშვეთის ეკლესიაში წირვასა და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 26 თებერვლის ,,ცნობის ფურცლის'' მიხედვით, ალექსანდრე ეგაძემ ივანე სულხანიშვილი მოკლა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იან იაკუბოვსკი დაჭრეს.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დიმიტრი გოგიშვილი კარაკლისში (კიროვაკანი) მატარებელმა გასრისა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დიმიტრი ოქრიაშვილი თედორე მილუნკოვის ჯიბიდან ფულის ამოცლის მცდელობისთვის დააკავეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბ. დუმბაძე მეცნიერებათა აკადემიამ გურია-სამეგრელოში გაგზავნა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პოლკოვნიკ პრორულბიცკს ექვსჯერ ესროლეს, მაგრამ ვერ მოახვედრეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რასტეგაევი ქუჩაში მძიმედ დაჭრეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 24 თებერვლის „ცნობის ფურცლში“ ელისაბედ დიმიტრის ასული ნათიშვილისა მეუღლის, ილია ბარამის ძის გარდაცვალებას იუწყებოდა. დაკრძალვა 26 თებერვალს, კუკიის სასაფლაოზე გაიმართებოდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ი. ტერ-ვართანიანცმა ჩხუბის დროს ილია შიოშვილი მძიმედ დაჭრა.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სტეფანე ყურაშვილის შვილი ზინაიდა ყურაშვილმა ცემით მოკლა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 24 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ს. გ. დუკელსკიმ სადგურზე, არმიანცის სახლში სატეხნიკო კანტორა გახსნა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 24 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქუთაისში მომხდარი დაპირისპირებისას ალექსანდრე კოსიანოვი, ხაბურზანია, ღოღობერიძე, ჩიჩუა და ბაბუნიშვილი მძიმედ დაიჭრნენ, ხოლო თევდორაძე ადგილზე გარდაიცვალა .