რეგისტრირებული ფაქტები89454
სორტირება თარიღი კლებადობით
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 24 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კ. ჯაფარიძე ბათუმის ნავსადგურის ბოქაულად დაინიშნა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 23 თებერვალს კოლაუ ნადირაძემ მამას, გალაქტიონ ნადირაძეს, ქუთაისიდან ჩოხატაურში გაუგზავნა წერილი, რომლითაც ატყობინებდა, რომ ქუთაისის გიმნაზია პირველი მარტიდან უნდა გახსნილიყო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბოკერიას და თედორაძის დაკრძალვას ოცი ათასი კაცი დაესწრო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კაცაძემ მდიდარი ვაჭრის, ბეგლარ ვართანოვის მაღაზია გაძარცვა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თევდორე პეჩენევსკი, გ. გაბუნია, იზრაილ არსალუკოვი, ინზა მასაევი და ისაბრო ხანოვი იარაღის უკანონო ფლობის გამო რკინიზის სადგურზე დააკავეს.
1905
ტიპი: მფლობელობა
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გ. ა. ანდრონიკაშვილი გურჯაანში, ახტალაში, მუკუზანში და წინანდალში ვენახებს ფლობდა.
1905
ტიპი: მფლობელობა
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, არჯევანიძე და ჩხეიძე ბოროწინასა და დაძგვერიაში აბანოებს ფლობდნენ.
1905
ტიპი: მფლობელობა
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მანაგაძე მადნის მფლობელი იყო.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მ. თოთიბაძე თბილისის ქალების საეპარქიო სასწავლებლის საბჭოს წევრი იყო.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ბერულავა ღამე ადიდებულ წყალში დაიხრჩო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კრიკორ ალახვერდოვმა მემკვიდრეობის გამო 11 წლის ბიძაშვილი მოკლა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მრავალშვილიან, ხელმოკლე დედას, შულცს მატერიალური დახმარება გაეწია.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თომა, ბასაი, ბახვა და მაქსიმე თოლორდავების თავადებთან ხე-ტყის გამო ჩხუბის დროს თომა თოლორდავა გარდაიცვალა, დანარჩენი სამი კი დაიჭრა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 23 თებერვლის ,,ცნობის ფურცლის'' მიხედვით, სერაფიონ კვარაცხელიამ ილიკო დადიანი მოკლა და გაძარცვა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 23 თებერვლის ,,ცნობის ფურცლის'' მიხედვით, გ. ი. ყიფიანი თელავის მაზრის უფროსის თანაშემწე იყო.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, არშაკ ხალათოვს მამის მკვლელობისთვის სასამართლომ 12 წელი მიუსაჯა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცელში“ ილია და მიხეილ თომას ძე ჯაიანები, ბარბარე დავითის ასული და ანდრია პავლეს ძე დავითაშვილები ნათესავებს თამარ დავითის ასულ ჯაიანის გარდაცვალებას ატყობინებდნენ. პანაშვიდები ყოველდღე, დღის 12-სა და საღამოს 7 საათზე ავლაბარში, შემახის ქუჩა N31 გაიმართებოდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 26 თებერვლის ,,ცნობის ფურცლის'' მიხედვით, ექვთიმე რევაზის ძე ნაცვლიშვილმა ევგენი თ. შარაშიძეს ფულიანი ქისა ამოაცალა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზაქარია კალოვის მამულში პოლიციის ახალი შენობა აშენდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბაგრატ ვანუჩავა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბროძელი საგუბერნიო ექიმის თანაშემწე იყო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სიკო გოგიჩაიშვილმა და ალექსი გოქაძემ შერვაშიძის მეეტლე გაქურდეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე ბორისოვს სახაზინო რევოლვერი მოპარეს.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მნაცაკან არტემის ძე კოხტიევი, წყალობა ბაგდანის ძე არუთინოვი, ნატალია ბაგდანის ასული აგზამანოვი, ევგენია ბაგდანის ასული ხეჩუმოვი და სოფიო არტემის ასული ტერ-სტეფანოვი ნათესავებს აუწყებდნენ ნინო ბაგდანის ასული კოხტიევის გარდაცვალებას.

