რეგისტრირებული ფაქტები89454
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ წმინდა ნინოს ხსენების დღეს საქართველოს მიტროპოლიტი პავლე ივანეს ძე რაევი სიონის ეკლესიაში ჩაატარებდა წირვას.
1888
ტიპი: ნასამართლეობა
1888 წლის 11 იანვარს თბილისის ოლქის სასამართლოში გაიმართა მოქალაქე მიხეილ თეთრაძის პროცესი. მას ქურდობისთვის 8 თვით პატიმრობა მიესაჯა.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 10 იანვარს გორის პოლიციაში დასაკითხად მიიყვანეს გლეხი პეტრე გაბრაშვილი, რომელიც განსვენებული მღვდლის ლევან ფილიშვილის მამასთან მივიდა და ჰკითხა, თუ ვინ ეგონა თავისი შვილის მკვლელი, ეს საუბარი ფილიშვილს უცნაურად მოეჩვენა და ამის გამო გადაიყვანეს გლეხი გორის პოლიციაში, რომ დაედგინათ ვისგან იყო მიგზავნილი ან რა ინტერესი ჰქონდა ამ საქმესთან დაკავშრებით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს დამსახურებულ ქართველ მსახიობ ქალს, ეფემია მესხს სცენაზე მოღვაწეობის 35 წელი შეუსრულდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მსახიობი ეფემია მესხი მძიმედ ავად გახდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამსახურებული მსახიობი ეფემია მესხი მატერიალურ გაჭირვებას განიცდიდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველ მწერალთა კლუბმა მიიწვია ნიკოლაი ევრეინოვი, რომელიც დადგამდა თავის პიესას „მხიარული სიკვდილი“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინა კოშიცი მიიწვიეს ბაქოში საგასტროლოდ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვარს, დილის 11 საათზე, ლანუთიდან თბილისში ჩამოვიდა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვარს ლანჩხუთიდან თბილისში ჩამოსულ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას სადგურზე დახვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ნესტორ სიმონის ძე ქარცივაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.
1869
ტიპი: ორგანიზაცია
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების გამგეობაში შედიოდნენ: თავმჯდომარე – კ. ფ. ბრიოშნოვსკი, თავმჯდომარის ამხანაგი – ვ. ი. პრისელკოვი, მდივანი 1868 წლის დეკემბრამდე – მ. ვ. სკოროვი და დეკემბრიდან – ი. ი. მალინინი, მდივნის ამხანაგი – ი. ი. ტალკო, ბიბლიოთეკარი – გ. ბ. ტერ-ასატუროვი, ხაზინადარი – მ. კ. სობესტიანსკი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი იყო ვ. ი. პრისელკოვი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“- იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების მდივანი 1868 წლის დეკემბრამდე იყო მიხეილ ვასილის ძე სკოროვი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“- იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების მდივანი 1868 წლის დეკემბრიდან იყო ი. ი. მალინინი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ბიბლიოთეკარი იყო გავრილ ბოგდანის ძე ტერ-ასატუროვი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ხაზინადარი იყო მიხეილ კარლის ძე სობესტიანსკი.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ სცეპურას წინადადებით კავკასიის სამედიცინო საზოგადოებამ გადაწყვიტა კავკასიური ტომების ანთროპოლოგიური შესწავლა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ი. ი. მალინინის წინადადებით კავკასიის სამედიცინო საზოგადოებამ გადაწყვიტა სამედიცინო სტატისტიკის წარმოება კავკასიის რეგიონში.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ი. ი. მალინინის წინადადებით კავკასიის სამედიცინო საზოგადოებამ გადაწყვიტა კავკასიის კლიმატის შესწავლა.

