საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89454

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 5 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ტატიანა ტერეშენკომ, სიმონ ბრუიძემ, მიხეილ ბრუიძემ, გრიგოლ გოგსაძემ და თედორე პროხოროვმა ნაძალადევში მიწები მიითვისეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 5 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მარიამ ხეიძე ცხენიდან გადმოვარდა და დაშავდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 5 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე თედელურმა დავით კუპრაშვილის სახლი გაძარცვა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 5 იანვრის ,,ცნობის ფურცლის'' მიხედვით, ივანე თედელურმა კარტაშევისთვის მოპარული ქურთუკი სერგო მირზოევს მიჰყიდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 5 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე თედელურმა და გეურქ სუკიასოვოიმ კურკჩიანცის სახლი გაძარცვეს.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 5 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბ. სააკოვი აგრონომი იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 5 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კლანქი ნაფიცი ვექილი იყო.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 5 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რკინიგზის მატერიალური ნაწილის უფროსის თანაშემწე გრაბოვსკი მოულოდნელად გარდაიცვალა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჟურნალ „მოგზაურის“ რედაქტორს, ივანე პავლეს ძე როსტომაშვილს უფლება მიეცა თავისი ჟურნალი ყოველკვირეულ გაზეთად გადაეკეთებინა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 5 იანვრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ი. ე. გამბურგერი ექიმი იყო.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 5 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ექიმი ანანოვი გარდაიცვალა.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 5 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ექიმი ტარსაიძე გარდაიცვალა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 5 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მოროზოვის სავაჭრო სკოლის მოსწავლე პოლტორაცკიმ გენერალ ტრეპოვს მოწამლული ტყვიები ესროლა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 5 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალ. მილაშევსკი ქალაქ სარატოვის გამგეობის წევრი იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 5 იანვრის ,,ცნობის ფურცლის'' მიხედვით, ფოინიცკი სენატორი იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 5 იანვრის ,,ცნობის ფურცლის'' მიხედვით, ფ. ა. ბეკი თბილისის გამგეობის მდივნად დაინიშნა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 4 იანვრის ,,ცნობის ფურცლის" მიხედვით, მიხაილოვის ქუჩა N 149-ში, ი. ა. გოკიელოვი იღებდა კანისა და ვენსნეულებათა, შინაგანი ორგანოების და ნერვოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებს დილის 9-12 და საღამოს 5-8 საათამდე.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 4 იანვრის ,,ცნობის ფურცლის" მიხედვით, ვ. გრ. სობოლევსკი დავით გედევანიშვილის კლინიკაში ქირურგ-ორთოპედად მუშაობდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 4 იანვრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ტ. ს. დავიდოვი იყო დავით გედევანიშვილის კლინიკის ექიმი- პედიატრი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 4 იანვრის ,,ცნობის ფურცელის" მიხედვით, ქუთაისში, კბილის ექიმი დავით ს. რიჟინაშვილი ვორონცოვის ქუჩაზე, წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიის პირდაპირ გადავიდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 4 იანვრის ,,ცნობის ფურცლის" მიხედვით ექიმი-სტომატოლოგი გ. მ. იოხვედი პაციენტებს მიხეილის ქუჩა N 108, გერმანული ტაძრის პირდაპირ იღებდა. ხელმოკლეებს შეღავათიან ფასში მკურნალობდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 4 იანვრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ექიმი ვენეროლოგი გ. ა. გედალინი პაციენტებს მარტიროსიანცის სახლში, ალექსანდროვის სამლოცველოს პირდაპირ, მადათოვის ქ. N15-ში იღებდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 4 იანვრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ლ. მ. მონინი დ. ა. გედევანიშვილის სახელობის თბილისის სამკურნალო დაწესებულებაში ბებიაქალად მუშაობდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 4 იანვრის ,,ცნობის ფურცლის" მიხედვით, ექიმი - თერაპევტი, პედიატრი, ლაბორანტი და ნერვოლოგი ა. ნ. თეთრაძე პაციენტებს სასამართლოს ქუჩა N 24-ში იღებდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 4 იანვრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ექიმი-თერაპევტი, ვენეროლოგი, ს. ი. ბეგიშვილი პაციენტებს სმეკალოვის ქუჩაზე, ვარძელოვის სახლში, იღებდა.