რეგისტრირებული ფაქტები81245
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 25 ივნისს ქუთაისის თავადაზნაურობის კრებამ ბესარიონ ღოღობერიძის მიერ წარდგენილი ბანკის განვითარების ახალი პროექტი დაამტკიცა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 20 ივლისს სოფელ წინანდალში, დავით ალექსანდრეს ძე ჭავჭავაძის სახლში, გაიმართა კახეთის თავადაზნაურობის კრება, რომელზეც ქალთა სკოლების დაარსების შესახებ ითათბირეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ თამბაქოს ქარხნის მეპატრონის, ნიკოლოზ ბოზარჯიანცის განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმად თბილისის უბნებში თამბაქოს რამდენიმე ახალი მაღაზია გაიხსნა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ნიკოლოზ ბოზარჯიანცი მწეველებს მის ფაბრიკაში წარმოებულ უმაღლესი ხარისხის თამბაქოს სთავაზობდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 10 ივნისს ოზურგეთის თეატრმა აკაკი წერეთლის კომედია „ადვოკატის დილა“ წარმოადგინა, რომელშიც მთავარ როლს მოყვარული მსახიობი უხოვი ასრულებდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 7 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ოლღა თეოდორეს ასულმა რომანოვამ ახალციხის ქალთა სასწავლებელს 500 მანეთი შესწირა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898-1900 წლებში სოხუმის ეპისკოპოსი არსენი (იზოტოვი) ცდილობდა ქართული ენა სკოლებიდან განედევნა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 25 მაისის „დროების“ ცნობით, ბესარიონ ღოღობერიძემ პეტერბურგიდან ქუთაისში სათავადაზნაურო ბანკის განვითარების ახალი პროექტი ჩამოიტანა.