საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87540

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს გაბრიელ ეპისკოპოსის სამკითხველოს გამგემ, ელენე ჯინოვისამ გაზეთ „ცნობის ფურცელში" ანასტასია დიმიტრის ასულ ბაქრაძეს წიგნების შეწირვისთვის მადლობა გადაუხადა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი სასოფლო სამეურნეო საზოგადოების წინაშე წარდგა ვრცელი მოხსენებით თბილისის მცხოვრებთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს სახალხო სკოლების ინპექტორმა ვ. ნ. პავლოვმა თბილისის სამაზრო მმართველობას აუწყა, რომ მთავრობამ წყნეთში სკოლის გახსნის ნება დართო და სოფელს სთხოვა, ხაზინაში შეეტანა მასწავლებლის წლიური ხელფასი 400 და მსახურის 100 მანეთი, ასევე მოემზადებინა მასალა შენობის ასაგებად.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს რუსეთის ტექნიკურმა საზოგადოებამ ბაქოში დაასრულა ტექნიკური ლაბორატორიის მშენებლობა. საზოგადოების თავმჯდომარემ 1-ელ დეკემბერს ლაბორატორიის კურთხევაზე დასასწრებად მიიწვია სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი პეტრე გრუზინსკი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა იაკობ მედვედევმა ბორჩალოს მაზრაში გაგზავნა სახელმწიფო მიწების გამმიჯვნელი დასი, რომლის ხელმძღვანელი იყო მიხეილ მაჩაბელი.

1902

ტიპი: მფლობელობა

1902 წელს ტარიელ დიმიტრის ძე გაბუნიას და ამხანაგობას ქუთაისში, მიხეილის ქუჩაზე მდებარე გოკიელოვის შენობაში, სპირტიანი სასმელის საწყობი ჰქონდა გახსნილი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს სახელმწიფო მიწების გამმიჯვნელმა დასმა მიხეილ მაჩაბლის ხელმძღვანელობით ბორჩალოს მაზრაში რამდენიმე კვირაში გამიჯნა 28 000 კვ. მეტრი მიწა.

1902

ტიპი: მფლობელობა

1902 წელს საფრანგეთის ცნობილმა ფირმამ „პერასსი და კ", რომელიც სეტყვასთან საბრძოლო მორტირებს ამზადებდა, კავკასიასა და რუსეთში თავისი წარმომადგენლობა პეტრე ყიფიანს გადასცა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს როკითის სკოლის მასწავლებელმა ბესარიონ ნარეშელაშვილმა გაზეთ „ცნობის ფურცელში" პოლია ახვლედიანსა და გიორგი აბულაძეს მადლობა გადაუხადა როკითის სკოლის დასახმარებლად ფულის შეწირვისათვის.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს როკითის სკოლის მასწავლებელმა ბესარიონ ნარეშელაშვილმა გაზეთ „ცნობის ფურცელში“ რახელ აბაშიძესა და იუსტინე აბულაძეს მადლობა გადაუხადა როკეთის სკოლის დასახმარებლად ფულის შეწირვისათვის.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წელს ჭიათურის რკინიგზაზე დაიჭირეს აბესალომ ბუზალაძე, რომელსაც ბრალად ედებოდა საჩხერის საპყრობილიდან გაქცევა და ყაჩაღობა ბიძაშვილ სიმონ ბუზალაძესთან ერთად.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქ ქუთაისის ქალაქის საბჭოს ახლად არჩეულმა მდივანმა ი. ი. ჯაფარიძემ საქმეები ჩაიბარა და მუშაობას შეუდგა. საეპარქიო სასწავლებელში მის ადგილზე სხვა მასწავლებელი დაინიშნეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ყაზბეგის ქალთა სკოლის გამგეობამ მადლობა გადაუხადა ნინო ყიფიანისას და ვერა მიქაბერიძისას, რომლებმაც სკოლას სურამში გამართული წარმოდგენიდან შემოსული თანხა გადასცეს, „ჯეჯილის" რედაქციამ კი ყველა (ცამეტი) წლის ჟურნალის ნომრები შესწირა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ლიხაურის საზოგადოების მამასახლისმა პავლე ცინცაძემ გაზეთ ,,ცნობის ფურცელში" მადლობა გადაუხადა ნანა მგელაძისას, რომელმაც ბებურ ბებურიშვილს 400 მანეთად დაუთმო მიწა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ლიხაურის საზოგადოების მამასახლისმა პავლე ცინცაძემ გაზეთ ,,ცნობის ფურცელში" მადლობა გადაუხადა ლიხაურის ორკლასიანი სკოლის საპატიო მზრუნველს, კაპიტან ბებურ გურგენის ძე ბებურიშვილს, რომელმაც 400 მანეთად იყიდა მიწა და სკოლას სამეურნეო განყოფილებისათვის შესწირა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს სამხედრო ბეგარის საქმეთა საქალაქო საკრებულოს გამგეობის მუშაობის ანგარიშების სარევიზიო კომისიის წევრად აირჩიეს ალექსანდრე ხატისოვი, კანდიდატებად – ანდრია ღულაძე და ი. ს. ბუღდანოვ-ბაღდასაროვი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს მეშჩანთა მამასახლისმა ი. ს. ბუღდანოვმა სამსახურს თავი დაანება.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წელს ახალციხის რაიონის სოფ. უდეში გარდაიცვალა ეკლესიის სამშენებლო კომიტეტის თავმჯდომარე და წიგნთსაცავ-სამკითხველოს გამგებელი იაკობ პავლეს ძე მერაბოვი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ალექსანდრე ყიფშიძემ თავისი თხზულების, „მთიულეთის" მთელი შემოსავალი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902-06 წლებში რომანოზ ნიკოლოზის ძე სალაყაია ავლაბარში გამართულ ყველა წარმოდგენაში მონაწილეობდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქ. თბილისის საბჭოში სასულიერო წოდების მხრიდან დეპუტატად არჩეული იყო დიდუბის ეკლესიის მღვდელი მიხეილ დავითის ძე ცინცაძე.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წელს სამოსამართლო პალატამ განიხილა ილარიონ გაგნიძის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ყაზბეგის ქალთა სკოლის გამგეობამ მადლობა გადაუხადა ნატალია ალექსანდრეს ასულ ხერხეულიძისას 100 მანეთის, ელენე დავითის ასულ ერისთავისას და ნინა პართენის ასულ ბარათაშვილისას 20-20 მანეთის შეწირვისათვის.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს მიწათმოქმედების სამინისტროს დაწესებულების მოხელეებმა გადაწყვიტეს, თბილისში ფული შეეგროვებინათ და განსვენებული ი. ი. ტიხეევის სახელზე საბაღოსნო სკოლაში სტიპენდია დაეარსებინათ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ი. ს. ამიროვის ანდერძით თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში დაინიშნა სტიპენდია ღარიბი ქართველი მოსწავლეებისთვის.