საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81235

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა ავადმყოფობის გამო ორთვიანი შვებულების აღების შესახებ განცხადება წარადგინა. გამგეობამ კარიჭაშვილის განცხადება მიიღო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 ივნისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების წიგნის მაღაზიის თანამშრომლებმა მაღაზიის ბინის მათთვის გადაცემის საკითხი დასვეს. გამგეობამ დაადგინა, ეს საკითხი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ღიად დარჩენილიყო.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე გამგეობის მდივნად აირჩიეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 ივნისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე „დედა ენის“ I და II ნაწილების გამოცემის საკითხი დასვეს. გამგეობის გადაწყვეტილებით „დედა ენის“ შემსწორებელ კომისიას შემდეგ კრებაზე განსახილველად წიგნის პირველი ნაწილის შესწორებული ვერსია უნდა წარედგინა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 ივნისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დაისვა საზოგადოების წიგნის მაღაზიის დახურვის საკითხი. გამგეობამ მისი განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადადო.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნინო იოსების ასული ნაკაშიძე გამგეობის თავმჯდომარის, იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის მოადგილედ აირჩიეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 ივნისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 ივნისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების თანამშრომელთა შემცირების საკითხი განიხილეს. გამგეობის დადგენილებით შემდეგ კრებამდე უნდა გარკვეულიყო გასათავისუფლებელ პირთა რაოდენობა.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სასამართლოსა და სამთავრობო დაწესებულებებში საზოგადოების საქმეთა საწარმოებლად ვექილის არჩევის საკითხი დასვეს. გამგეობის გადაწყვეტილებით, საზოგადოების ვექილად პეტრე ივანეს ძე ქავთარაძე დაინიშნა. მისი პირველი დავალება მთავრობისთვის მისაცემი 698 მილიონი მანეთის განაღდება იყო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 18 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე და გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი, განიხილეს მუზეუმის დათვალიერების და ნივთებისა და წიგნების კატალოგებთან შედარების შედეგები.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 18 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე და გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 16 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრებმა დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ და გიორგი პაატას ძე მაჭავარიანმა დაათვალიერეს მუზეუმი და ნივთები და წიგნები კატალოგებს შეადარეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 12 ივნისის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, ნიკოლოზ ივლიანეს ძე შაფაქიძე იყო მასწავლებელი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, ნიკოლოზ ივლიანეს ძე შაფაქიძისთვის მიეცათ „დედაენისა“ და ასტრონომიის სახელმძღვანელოს ზოგიერთი კლიშე იმ პირობით, რომ თუკი კლიშეები დაიკარგებოდა გადაიხდიდა შესაბამის საფასურს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს მასწავლებელ ნიკოლოზ ივლიანეს ძე შაფაქიძის თხოვნა მიეცათ „დედაენისა“ და ასტრონომიის სახელმძღვანელოს ზოგიერთი კლიშე. ის პირობას დებდა, რომ დააბრუნებდა კლიშეებს.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 12 ივნისის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების 10 წლისთავის აღსანიშნად მოეწვიათ მწერალთა კავშირის, განათლების კომისიის, მასწავლებელთა კოოპერატივის, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა და სხვ. წარმომადგენლები. სწორედ მათგან უნდა შემდგარიყო კომიტეტი, რომელიც უხელმძღვანელებდა წლისთავს. დადგენილებას ხელი მოაწერეს ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის წინადადება, რომ იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების 10 წლისთავის აღსანიშნად უნდა აერჩიათ სხვადასხვა დაწესებულებათა წარმომადგენლებისაგან შემდგარი კომისია. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს წინადადება, რომ აღენიშნათ იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების 10 წლისთავი. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის წინადადება გაეყიდათ: სარკე, 6 სკამი, კედლის საათი, მაგიდა, 1 საანგარიშო, ჭაღი და მარმარილოს ქვაბი. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს და წინადადებას დასთანხმდნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს მოხსენება ძველი ნივთების გაყიდვის შესახებ. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 12 ივნისის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის თავმჯდომარის მოადგილე იყო ნინო იოსების ასული ნაკაშიძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 12 ივნისის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 12 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.