რეგისტრირებული ფაქტები87540
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გერმანული გაზეთები ყოველდღე წერდნენ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ, რადგან სურდათ კარგად შეესწავლათ მისი ხასიათი. ისინი ცდილობდნენ გაერკვიათ რამდენად გამოდგებოდა მეგრელი ადამიანი გერმანიისთვის.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გერმანულმა გაზეთებმა არ იცოდნენ ზუსტად რამდენი წლის იყოს ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი. „Kölnische Zeitung-ი” წერდა, რომ 36 წლის იყო, „Rheinerischer Kurrier-ი“ 39 წელს ასახელებდა, „Berliner Tagesblatt-ი“ – 45 წელს.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია იოსების ძე სვიმონოვი ფლობდა კახური ღვინის საწყობს თბილისში მადათოვის ქუჩაზე, ძმები აბოიანცების სახლში, ბაღის პირდაპირ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არწუნისეულ თეატრში არტისტ ჩარსკის მონაწილეობით წარმოდგენები იმართებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისს ქართულ თეატრში „ჰამლეტს“ წარმოადგენდნენ ჩარსკის მონაწილეობით.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არტისტი ჩარსკი თბილისიდან ქუთაისში მიემგზავრებოდა წარმოდგენის გასამართად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ისიდორე ონიანს ვექილი გელაზაროვი იცავდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იაკობ გოგებაშვილმა ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თონეთის სკოლის მასწავლებელს ბესარიონ ჭილაძეს ანაზღაურება 300 მანეთი ჰქონდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თონეთის სკოლის მასწავლებელს ბესარიონ ჭილაძეს ჯილდო 25 მანეთი გადასცეს.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წლის 1-ლ ოქტომბერს დაარსდა ხელთუბნის სკოლა და ამავე პერიოდიდან მასწავლებლად მუშაობდა სეით გამრეკელი.
1883
ტიპი: თანამდებობა
1883 წლის 28 ნოემბერს დაარსდა თონეთის სკოლა და ამ დროიდან იქ ასწავლიდა ბესარიონ ჭილაძე.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი პროფესორი იყო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა სოფელ ხელთუბანში მამულს ფლობდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი იყო ქართული დრამატული საზოგადოების წევრი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო ან. ლორთქიფანიძე.

