რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი კლებადობით
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს არჩილ ჯორჯაძე ჭლექით დაავადდა და შვეიცარიაში გაემგზავრა სამკურნალოდ.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს რუსეთში მძიმე ცხოვრების ფონზე იაპონიასთან ომის პირობებში ისახებოდა მონობის შეცვლა თავისუფლებითა და დემოკრატიულ კანონებზე დამყარებული სახელმწიფოს შექმნა, რაც სოციალისტობასა და რევოლუციონერობას ნაზიარებ ახალგაზრდების, მათ შორის თედო სახოკიას ოცნება იყო.
1904
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1904 წელს პარიზში მოღვაწე ალექსანდრე გაბუნიას უკურნებელი სენის, პარანოიის ნიშნები აღმოაჩნდა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს პარანოიით დაავადებული ალექსანდრე გაბუნია ჩამოშორდა პარიზში გამოსული გაზეთის „საქართველო“ რედაქციის საქმიანობას.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს არჩილ ჯორჯაძე და ალექსანდრე გაბუნია ჩამოშორდნენ პარიზში გამოსული გაზეთის „საქართველო“ რედაქციის საქმიანობას და თედო სრულიად მარტო დარჩა რედაქციაში.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს არჩილ ჯორჯაძისა და ალექსანდრე გაბუნიას რედაქციიდან წასვლის შემდეგაც გიორგი დეკანოზიშვილი განაგრძობდა ახალი გზების ძიებას მომავალი რევოლუციის საქმეში თავისი სამშობლოს მონაწილეობისთვის.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს თედო სახოკია იმედოვნებდა, რომ რუსეთ-იაპონიის ომის გამო მეფის რუსეთის დაუძლურება ქართველების თავისუფალ მოქალაქეებად გახდომას მოასწავებდა.
1904
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1904 წელს თედო სახოკია ახასიათებდა პოლიცმეისტერ ანდრია ლაკირბაიას ყოველგვარ ადამიანობაზე ხელაღებულ პიროვნებად.
1904
ტიპი: ნასამართლეობა
1904 წელს სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი კომიტეტის წევრები დაატუსაღეს, მათ შორის იყო იოსებ პავლეს ძე გობეჩია.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს რკინიგზის მთავარი სახელოსნოს წარმომადგენლები, ილია ნებიერიძე და ტიხონა სანაძე, გიორგი თათუზოვმა დიდუბეში, თავის სახლში, დაიბარა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს ილია ნებიერიძეს, ტიხონა სანაძეს, ნიკოლეიშვილსა და ნოე თევზაძეს ალიხანოვზე თავდასხმის პირველი გეგმა ჩაეშალათ, რადგან მის საკონდიტროს ყაზახები იცავდნენ.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს საკონდიტროს მფლობელმა ალიხანოვმა მუქარის წერილი მიიღო, რის გამოც მის მაღაზიას ცხენოსანი ყაზახები იცავდნენ.
1904
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს ილია ნებიერიძემ პოლიციის ჯაშუში მეეზოვე მოკლა. მის ნაცვლად დაიჭირეს თევდორე სოხაძე და ზაქარია დვალი დაიჭირეს და ციმბირში გადაასახლეს.
1904
ტიპი: ნასამართლეობა
1904 წელს პოლიციამ ნოე თევზაძე ალიხანოვის მკვლელობისთვის თანამზრახველებთან, ნიკოლეიშვილსა და ილია ნებიერიძესთან, ერთად დაიჭირა.
1904
ტიპი: ნასამართლეობა
1904 წელს ილია ნებიერიძეს ალიხანოვის მკვლელობაში მონაწილეობისთვის ოთხ თვე-ნახევარი ციხეში ჯდომა მიუსაჯეს.

