რეგისტრირებული ფაქტები93528
სორტირება თარიღი კლებადობით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავყრილობა, რომელსაც შიო მღვიმელიც ხშირად ესწრებოდა, იყო ერთადერთი შესახვედრი და დასასვენებლი ადგილი, სადაც შეიძლებოდა პროვინციებიდან ჩამოსულთა ნახვა და ავ-კარგის გაგება.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს შიო მღვიმელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში მიმსვლელთაგან არავის ექომაგებოდა გამორჩევით და ამიტომაც ყველას თავის შიოდ მიაჩნდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან გარიცხულმა ტიგრან კაჩაროვმა პოლიციაში განაცხადა, რომ 1909 წელს პარტია ნოე ჟორდანიას დავალებების შესრულებაში ყოველთვიურად 50 მანეთს უხდიდა.
1909
ტიპი: ნასამართლეობა
1909 წელს რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილეს, ტუსაღ ლექსო ჩუბინიძეს კატორღის დარჩენილი წლები აპატიეს და სახლში დაბრუნდა.
1909
ტიპი: ნასამართლეობა
1909 წელს კაპიტანი ერმოლოვი და პორუჩიკი ოთხმეზური მატარებელში ფულის მოპარვისთვის სასამართლომ 4-4 წლით გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნა.
1909
ტიპი: ნასამართლეობა
1909 წლის იანვარში ბაქოდან კრასნოვოდსკში მიმავალი მატარებელი, რომელსაც მილიონი მანეთი გადაჰქონდა, გაძარცვეს. პოლიციამ 14 მძარცველი, მათ შორის კაპიტანი ერმოლოვი და პორუჩიკი ოთხმეზური, თბილისში დააპატიმრა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს, როცა თევდორე კიკვაძე ოზურგეთში დაბრუნდა, ქალაქის საბჭომ სასწავლო ოლქის წინაშე იშუამდგომლა ოზურგეთში რეალური სასწავლებლის დაარსების თაობაზე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ოზურგეთში შექმნილმა კომისიამ, რომელიც ქალაქში რეალური სასწავლებლის გახსნაზე ზრუნავდა, თევდორე კიკვაძეს სასწავლებლისათვის ბავშვების მომზადება დაავალა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ოზურგეთში შექმნილმა კომისიამ, რომელიც ქალაქში რეალური სასწავლებლის გახსნაზე ზრუნავდა, თევდორე კიკვაძეც მიიწვია ამ საქმის განსახორციელებლად.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს გამოქვეყნებულ „მემუარებში“ ბერტა კინსკიმ საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909-1910 წლებში ნინო ჩხეიძემ ვალერიან გუნიას სპექტაკლებში ითამაშა მარგარიტა გოტიე, ბეატრისა და სხვ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს გიორგი არჯევანიძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დავით ართმელაძე 1909 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ივანე ციციშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს დიმიტრი თოფურია საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა ანას II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 1 იანვრისათვის ლევან მაღალაშვილი თერგის კაზაკთა ჯარების სუნჟა ვლადიკავკაზის პირველი პოლკის პოდიასაული იყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909-1912 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი უფროს ადიუტანტად მსახურობდა 36-ე ქვეითი დივიზიის შტაბში.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს გიორგი ფურცელაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 1 იანვრიდან გიორგი თავაძე შტაბს-კაპიტნის წოდებით მსახურობდა კავკასიის მე-2 მსროლელ ბატალიონში.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909-1910 წლებში გიორგი თაყაიშვილი აღმოსავლეთ ციმბირის (ქალაქ ირკუტსკი) მე-2 სანაპერწკლო ტელეგრაფის ასეულში მსახურობდა.

