რეგისტრირებული ფაქტები89455
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილი იყო მემამულე.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილი ფლობდა ხელნაწერებს: „ტროადას დარღვევა (ილიადა)“, „არჩილიანი“, „სირინზიანი“, „ფუტკარი“, „ქრონოგრაფია“, ძველი თარგმანი შარდენის მოგზაურობისა, ასტროლოგია და ცხოვრება ნუმა პონპელისა, თარგმანი ავალიშვილისა, პეტერბურგის ხელმწიფის ეკატერინე II დროის.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს შესწირა ხელნაწერები ასტროლოგია და ცხოვრება ნუმა პონპელისა, თარგმანი ავალიშვილისა, პეტერბურგის ხელმწიფის ეკატერინე II დროის.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დაიბეჭდა დედა ენის მეხუთე გამოცემა შეცვლილი და შევსებული, წინა გამოცემაზე 32 გვერდით მეტი. ანბანი ხელახლა იყო შედგენილი და ჩამატებული ჰქონდა საწერი დედანი რვეული სკოლის პირველ ეტაპზე გამოსაყენებელი. პირველი ნაწილი ლექსებითა და სურათებით შევსებული იყო, მეორე კი – საღმრთო ნაწილით, რომელიც წმ. ნინოს ცხოვრებით სრულდებოდა. წიგნი იყიდებოდა ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში და ფასი უცვლელი იყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ მემამულე საკუთრების გასარჩევად თუ საქმეს აღძრავდა მას ყველა ედავებოდა, ისიც კი, ვისაც არანაირი სადავო არ ჰქონდა. საკუთრების კანონის არარსებობის გამო მემამულე ძალიან ბრკოლდებოდა და მისი საქმეებიც.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭაძემ წარმოადგინა ჟურნალ „Юридическое Обозрение-ს“ რჩევები საკუთრების გაყოფის საკითხთან დაკავშირებით, რომ სასამართლოებში უნდა დაარსებულიყო საკუთრების გაყოფის ცალკე განყოფილება, რომელსაც ეყოლებოდა ორი წევრი და მათ შეუერთებოდა ერთი პირი სამოქალაქო სასამართლოდან.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭაძემ წარმოადგინა ჟურნალ „Юридическое Обозрение-ს“ რჩევები საკუთრების გაყოფის საკითხთან დაკავშირებით, რომ სასამართლოებში საკუთრების გაყოფის ცალკე განყოფილების დაარსების შემთხვევაში ამ განყოფილებას დამოუკიდებლად უნდა ეწარმოებინა საქმეები, როგორიც იყო მამულის შემოწმება, გამოძიება და სხვ. ჭავჭავაძის აზრით, ეს რჩევები საკუთრების საქმეების მოგვარებას დააჩქარებდა და სასიკეთო შედეგს მოიტანდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით. დ. კაჟინსკი იყო ამიერკავკასიის გზის მოხელე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფიო ვ. არღუთინსკაიას მიერ დაარსებული საყმაწვილო ბაღი და დაწყებითი სკოლა პანსიონითურთ მდებარებდა ველიამონოვის ქუჩაზე, თ. ამატუნის სახლში, ქვედა სართულზე, იქვე იყო საყმაწვილო ბიბლიოთეკა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭაძემ წარმოადგინა ჟურნალ „Юридическое Обозрение-ში“ დაბეჭდილი სასამართლოში საკუთრების გამიჯვნის პროცედურები: საკუთრების გაყოფის განყოფილების წევრი სადავო საქმის შემოწმების შემდეგ სასამართლოს უბრუნებდა საქმეს და იქ რჩებოდა მანამ, სანამ სასამართლო არ დანიშნავდა სისხლის საქმეების განხილვის სესიას. ეს პროცედურები ძალიან გრძელი იყო და ბევრ დროს მოითხოვდა.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გაზეთ „Новое Обозрение-ში“ დაბეჭდილი ახალი ამბავი, რომ თბილისის მიხეილის სამკურნალოში ცხენის სენით ქოთოთი გარდაიცვალა ამიერკავკასიის გზის მოხელე დ. კაჟინსკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ სოფიო ვ. არღუთინსკი პატარა გოგონებისთვის აარსებდა „საყმაწვილო ბაღს“ და დაწყებით სკოლას პანსიონითურთ. მოსწავლეების მიღება დაიწყებოდა 20 აგვისტოდან დილის ათი საათიდან ორ საათამდე.

