საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით ცალკე წიგნად გამოვიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიში.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ნაძალადევში ბიბლიოთეკის გახსნაზე მისულ ილია ჭავჭავაძეს სოციალ-დამოკრატები დაუპირისპირდნენ.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ შეადგინა პირობის წერილი, რომლის თანახმადაც მოჯამაგირედ აიყვანა დუშეთის მაზრის სოფელ საგურამოს მცხოვრები სანდრო უნდილაშვილი.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ყვარლის მოურავის გიორგი გიგინაშვილის წერილი საოჯახო-სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებით.

1903

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძე ესტუმრა სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრს, მხატვარსა და საზოგადო მოღვაწე დავით გურამიშვილს.

1903

ტიპი: მფლობელობა

1903 წელს პეტერბურგში გამართულ ხილეულის პირველ გამოფენა-ბაზრობაზე ილია ჭავჭავაძის საკონსერვო ფირმის „ანკარა“ პროდუქცია ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძე დელეგაციასთან ერთად გაგრიდან სოხუმში პრინც ალექსანდრე ოლდენბურგელთან ჩავიდა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძე დელეგაციასთან ერთად გაგრაში გაემგზავრა. დელეგაციაში, რომელსაც ილია ხელმძღვანელობდა, მონაწილეობდნენ თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა ყოფილი წინამძღოლი ალექსანდრე ორბელიანი, სიღნაღის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი დიმიტრი ჩოლოყაშვილი და სხვ.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო წერილი ლევან ჯანდიერისგან, რომელმაც მისი ვექსილის საფუძველზე ბანკში შესატანი თანხის ოდენობა აცნობა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ანტონ ფურცელაძე ილია ჭავჭავაძეს პეტერბურგიდან გამოგზავნილ ბარათში სწერდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გირავნობის ფურცლები ერთ ბანკირს შეუსყიდია და მათ განაღდებასთან დაკავშირებით ბანკისთვის პრეტენზიით მიუმართავს. ანტონ ფურცელაძე ილიას ამ წერილის გაცნობას და დროულად გამოხმაურებას სთხოვდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს თავადაზნაურობის კრებაზე განიხილეს პრინც ოლდენბურგის მიერ ილია ჭავჭავაძისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც საუბარი იყო გაგრაში რეალური სასწავლებლის დაარსებისა და ორწლიანი სამეურნეო და სატექნიკო კურსის გამართვის შესახებ მათთვის, ვისაც უმაღლეს სასწავლებელში წასვლის საშუალება არ ჰქონდა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებაზე თელავის მაზრიდან თავად-აზნაურთა რწმუნებულად აირჩიეს, ხოლო დუშეთის მაზრიდან – თავად-აზნაურთა დეპუტატად.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე სულთან-კრიმ-გირეი რუსეთის იმპერიის საიდუმლო მრჩეველი იყო.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „კვალში“ ფსევდონიმით რიგოლეტო დაიბეჭდა იროდიონ ევდოშვილის „სადღეისო ვიზიტები“, რომლის ერთ-ერთი შარჟი ილია ჭავჭავაძეს ეძღვნებოდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით დუტუ მეგრელი დაიბეჭდა დიმიტრი ხოშტარიას ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი საახალწლო ნობათი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ რედაქტორს/მწერალიც თან გაჰყოლოდე ...“.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 31 იანვარს კავკასიის სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების სხდომამ, რომელსაც არც ერთი ქართველი წევრი არ ესწრებოდა, დაადგინა, რომ უარი ეთქვა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ რუსული თარგმანის გაყიდვით შემოსული თანხის შემოწირულებად მიღებაზე.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-17 წლებში ნესტორ მაქსიმეს ძე დევაძე სოფ. არგვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-06 წლებში ლაზარე სიმონის ძე ჟორჟოლიანი სოფ. ბაშის სულიწმინდის გარდამოსვლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-08 წლებში ილია ნიკოლოზის ძე ჯინჭველაშვილი სოფ. ბაშის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-1913 წლებში ონისიმე ტრიფონის ძე მინდელი მუხ­ლის წმ.გი­ორ­გის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-1917 წლებში ნესტორ იოსების ძე სირაძე ვე­ლე­ვის წმ. სა­მე­ბის ეკლესიის მღვდელი იყო.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-17 წლებში პარმენ პროკოფის ძე ჭირაქაძე სოფ. გოდოგნის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი იყო.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს კავკასიის სამოსწავლო უწყების მეორე კრებულში დაიბეჭდა ივანე როსტომაშვილის ნაშრომი, რომელიც ჯავახეთის სრულ ისტორიულ-არქეოლოგიურ აღწერას წარმოადგენდა და ფოტომასალაც ახლდა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის შემდეგ ნოე რამიშვილის ხელმძღვანელობით მომზადდა ბათუმელ მუშათა არაერთი გამოსვლა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს ნოე რამიშვილი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ძირითადად ბათუმის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიულ ორგანიზაციაში მუშაობდა.