საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89455

1904

ტიპი: ორგანიზაცია

1904 წელს სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

1904

ტიპი: ორგანიზაცია

1904 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე და ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილი საპატიო წევრებად აირჩია.

1904

ტიპი: ორგანიზაცია

1904 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა და ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლის დამდეგს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავსა და მუზეუმში 3917 ქართული წიგნი და ხელნაწერები ინახებოდა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სულ 10795 მანეთისა და 86 კაპიკის წიგნები დაბეჭდა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაბეჭდა 1905 წლის საქართველოს კალენდარი, წმინდა ნინოს სურათი, „ქართული სიტყვიერების ისტორია“ და ქართველი პოეტების რჩეული ლექსები. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაბეჭდა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ და „იავნანამ რა ჰქმნა?“, „ჩარლზ პარნელი“ და 1905 წლის კედლის კალენდარი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაბეჭდა 1904 წლის საქართველოს კალენდარი, „გულივერის მოგზაურობა“, იაკობ გოგებაშვილის „ბურჯი ეროვნებისა“ და ქართველი მწერლების ალბომი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა საღდგომოდ ქალაქის (თბილისის) მოურავს ღარიბებისთვის დასარიგებლად 2 000 მანეთი გადასცა. მან თანხა შემდეგნაირად გაანაწილა: 200 მანეთი უნდა მიეცა ღამის თავშესაფართა გამგე კომისიისთვის, 300 მანეთი – იაფ სასადილოთა კომიტეტისთვის, დანარჩენი 1 500 მანეთი – იმ კომისიისთვის, რომელსაც უბნის ღარიბთა სამზრუნველოების პროექტი უნდა შეემუშავებინა. ზუბალაშვილი ასეთ განაწილებას დათანხმდა.

1904

ტიპი: ნასამართლეობა

1904-1907 წლებში გიორგი გრიგოლის ძე ელიავა აქტიურად მუშაობდა პროპაგანდისტად. იგი რამდენჯერმე დაიჭირეს.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1904 წელს ივანე ცომაიამ პოდპორუჩიკის ჩინით მონაწილეობა მიიღო რუსეთ-იაპონიის ომში და მძიმედ დაიჭრა ოთხი ტყვიით, ჭრილობის გამო 8 წელი ავადმყოფობდა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს სასწავლო ოლქის მზურნველმა თბილისის გიმნაზიის გამგედ რუსული ენის მასწავლებელი შიო ჩიტაძე აირჩია.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლის პირველი იანვრის გაზეთ „კვალში“ ბეგლარ ახოსპირელის ლექსი „ახალწელიწადს“ დაიბეჭდა.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლის პირველი იანვრის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ირაკლი წერეთლის წერილი „ძველი წელი გათავდა, გაუმარჯოს ახალ წელიწადს!“.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლის პირველი იანვრის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ეკალაძის მოთხრობა „უსახელო“.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლის პირველი იანვრის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა არ. რაჟდენიძის სტატია „გასული წელი ჩვენში“.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლის პირველი იანვრის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ბეგლარ ახოსპირელის ლექსი „ახალწელიწადს“.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს თეოფილე ხუსკივაძის „ლევან ბატონიშვილი“ დაიბეჭდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის პირველი იანვრიდან მსურველებს გაზეთ „კვალის“ გამოწერა ახალ სენაკში კონსტანტინე თავართქილაძის წიგნის მაღაზიაში შეეძლოთ, ქუთაისში – მიტოფანე ლაღიძესთან, ვასილ ბეჟანიშვილის წიგნის მაღაზიასა და წიგნის გამომცემელი ამხანაგობის ჯიხურში, ჭიათურაში – კალისტრატე ჭიჭინაძესა და კარპე მოდებაძესთან.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლის პირველი იანვრის გაზეთ „კვალში“ ალექსანდრე წულუკიძის წერილის „ნაწყვეტები პოლიტიკური ეკონომიიდან“ VII თავი დაიბეჭდა.

1904

ტიპი: ორგანიზაცია

1904 წლიდან ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის შექმნის ინიციატივა საადგილმამულო ბანკში შეკრებილმა საზოგადოებამ ერთხმად მიიღო. ილია ჭავჭავაძის ინიციატივით თავმჯდომარედ ივანე ზურაბიშვილი აირჩიეს. 

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს გიორგი გვაზავამ ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის პროგრამის შემუშავებაში მონაწილოება მიიღო.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის შექმნის იდეა თავდაპირველად ალექსანდრე ორბელიანის სახლში ილია ჭავჭავაძის თანდასწრებით განიხილეს.