საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90434

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 20 სექტემბრს უპარტიო ალიმ დარახველიძე აჯანყებაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს. 32 თვე ძიების ქვეშ იმყოფებოდა, შემდეგ 10 წელი და სასჯელის მაქსიმუმი მიუსაჯეს.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წლის 3 სექტემბერს დაკავებულ ივანე ბეგლარის ძე ღლონტს ჰყავდა: მეუღლე, ლეო – 30 წლის, დიასახლისი, შვილები: ტატიანა – 8 წლის, ბუბუნა – 6 წლის; სოსიკო – 4 წლის, მცხოვრებნი ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის 3 სექტემბერს დაკავებული ივანე ბეგლარის ძე ღლონტი იყო მენშევიკი, ცენტრალური კომიტეტის წევრი.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 3 სექტემბერს ივანე ბეგლარის ძე ღლონტი დააპატიმრეს ქალაქის (რომელი ქალაქის მითითებული არ არის) ბაზარში. პირადი საქმის მიხედვით, ის დახასიათებულია, როგორც მომზადებული პროპაგანდისტი და ბოლშევიზმის უკიდურესი მტერი. მას ბრალად დასდეს მენშევიკების გამოსვლებში მონაწილეობა.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის 3 სექტემბერს დაკავებული ივანე ბეგლარის ძე ღლონტი მუშაობდა საფონდო მიწების გამგედ.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 3 ოქტომბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჭიათურის საბჭოთა წიგნის მაღაზიის გამგის, გედევან ღამბაშიძის თხოვნა „Русское слово“-ს I ნაწილის, „აკიდოსა“ და ბოტანიკის სახელმძღვანელოს ნისიად დათმობის შესახებ. ღამბაშიძეს თავდებად უდგებოდა ადგილობრივი შრომის სკოლის დირექტორი იპოლიტე ვართაგავა. გამგეობამ დაადგინა, ღამბაშიძისთვის 180 მანეთის წიგნები მიეცა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის 3 სექტემბერს აჯანყებულებთან შეტაკებისას დაჭრილი ლუკა ივანიასძე გარდაიცვალა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის 2 სექტემბერს ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელი იერეთეოზ ანდიას ძე ნიკოლაძე გარდაიცვალა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის 2 სექტემბერს ხონის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი ნესტორ ანდრიას ძე ლეჟავა გარდაიცვალა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში ვანში ქედის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გერონტი ლუკას ძე ავალიანი გარდაიცვალა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის აჯანყების დროს გორდაძემ მრავალი გლეხი დახვრიტა სვანეთში.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის 31 აგვისტოს სვირის რაიონში აჯანყებულებთან შეტაკებისას 23 წლის მიხეილ (მიშა) მეძმარიაშვილი დაიღუპა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის 31 აგვისტოს სვირის რაიონში აჯანყებულებთან შეტაკებისას დაიღუპა გრიგოლ ხობუა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის 31 აგვისტოს სოფელ საყულიაში აჯანყებულებთან შეტაკებისას გალაქტიონ (კოკი) კანდელაკი დაიღუპა.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის 31 აგვისტომდე გალაქტიონ (კოკი) კანდელაკი კომკავშირელი იყო.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის 31 აგვისტოს სოფელ დვაბზუში აჯანყებულებთან შეტაკების დროს დაიღუპა მაკარ ართილაყვა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 30 აგვისტოს აჯანყებულებთან შეტაკებისას დაიჭრა 43 წლის ლუკა ივანიასძე.

1924

ტიპი: თანამდებობა

ლუკა ივანიასძე 1924 წლის 30 აგვისტომდე სადგურ „რიონის” დარაჯად მუშაობდა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის 30 აგვისტოს სოფელ საჯავახოს მახლობლად აჯანყებულებთან შეტაკებისას ბესარიონ მეფარიშვილი დაიღუპა.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის 30 აგვისტომდე ბესარიონ მეფარიშვილი კომკავშირის წევრი იყო.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის 30 აგვისტოს სოფელ პატრიკეთში აჯანყებულებთან შეტაკებისას კალისტრატე მაღლაფერიძე დაიღუპა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აჯანყებამ პავლე სვანიძეს ციხეში მოუსწრო და ბოლშევიკი ჯალათების მსხვერპლი გახდა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აჯანყების დროს კოწია სამყურაშვილი ამხანაგებთან და მოხუც მამასთან ერთად იბრძოდა. ორივე ტყვედ ჩავარდა და ზესტაფონში გაგზავნეს იმ საშინელ ვაგონებში, სადაც 200 სხვა ტყვესთან ერთად დახოცეს.

1924

ტიპი: გარდაცვალება

გრიშა კეკელიძე აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში იარაღით ხელში ამხანაგებთან ერთად. ტყვედ ჩავარდა და ზესტაფონის საშინელ ვაგონებში იარაღით მოკლეს.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის 29 აგვისტოს ვანში აჯანყებულებთან შეტაკებისას დაიღუპა ალექსანდრე კოღუაშვილი.