საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92227

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ სწავლის საყოველთაო შეწყვეტის გამო ძალიან შემცირდა წიგნის მაღაზიის, სკოლებისა და ბიბლიოთეკების შემოსავალი. მაგ.: 1904 წელს კავკავის სკოლაში შემოსავალი 2039 მანეთი იყო, 1905 წელს კი – 1417 მანეთი. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1904-1905 წლებში საზოგადოებას 11 ბიბლიოთეკა ჰქონდა. წინა წელს ბიბლიოთეკებში 18143 ქართული და რუსული წიგნი იყო. 1905 წელს ბიბლიოთეკას ჰყავდა 5314 მკითხველი და სამკითხველოში ნამყოფი იყო 34743 ადამიანი. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1903-1904 წლებში საზოგადოების სკოლებში სწავლობდა 1350 მოსწავლე, წინა წელთან შედარებით – 113-ით მეტი. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1904 წელს წიგნის მაღაზიის შემოსავალი 1561 მანეთი იყო. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1904 წელს 1541 მანეთის კალენდარი არ გაიყიდა. ხელი მოაწერეს კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძემ და წევრმა სვიმონ ვახვახიშვილმა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ საზოგადოების საწევრო შემოსავალი 1905 წელს 1357 მანეთი იყო. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ საზოგადოების საწევრო შემოსავალი 1906 წელს 576 მანეთი იყო. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1905 წელს კალენდრების ხარჯი 605 მანეთი იყო. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1905 წელს წიგნის მაღაზიის შემოსავალი 1199 მანეთი იყო. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1905 წელს საერთო შემოსავალი 13650 მანეთი იყო. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1905 წელს 6 წიგნი გამოსცა, რისთვისაც 5926 მანეთი დახარჯა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1904-1905 წლებში საზოგადოება ძალიან დაზარალდა კალენდრების გამოცემის ხარჯებით. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 18 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ხარაგაულისა და ყვირილის ბიბლიოთეკები ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელმა რაზმმა გადაწვა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის 12 ნოემბერს იღუმენი კლიმენტი ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის 9 ნოემბრიდან ივლიანე გაბუნია ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორის განკარგულებით ნიგოითის დაბალი დაწყებითი სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის ნოემბერში დავით კლდიაშვილი ავად გახდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის ნოემბერში დავით კლდიაშვილი ძლიერ შეაშინა ავადმყოფობამ და ფიქრობდა, რომ ვერ შეძლებდა დაწყებული შრომის დასრულებას.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის ნოემბერში დავით კლდიაშვილი იმედოვნებდა, რომ შეძლებდა ავადმყოფობის დამარცხებასა და დაწყებული შრომის გაგრძელებას.

1906

ტიპი: გარდაცვალება

1906 წლის 30 ოქტომბერს მერევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გრიგოლ გიორგის ძე დევიძე გარდაიცვალა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 29 ოქტომბრამდე ილია ჭავჭავაძემ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლს, გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს წარუდგინა ანგარიში სახელმწიფო საბჭოს სესიებში მონაწილეობისთვის თავისი მისაღები თანხის შესახებ.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წლის 24 ოქტომბერს ოლქის სასამართლომ კოლია ყუფარაძეს 8 წლით კატორღა მიუსაჯა და ალექსანდროვის საკატორღო საპყრობილიდან ქვანახშირის მაღაროებში გაგზავნა სამუშაოდ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა თბილისში არსებული წიგნების მაღაზია „ობრაზოვანიესთვის“ კრედიტის გახსნის შესახებ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება თედო რაზიკაშვილის თხზულებების გამოცემის შესახებ. თავმჯდომარემ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს, ივანე გიორგის ძე რატიშვილსა და პართენ ალექსანდრეს ძე გოთუას ამ საკითხის შესწავლა და თავიანთი აზრის მოხსენება დაავალა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თედო რაზიკაშვილის მოხსენება ხელთუბნის სკოლის შესახებ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წინარეხის სკოლის მასწავლებლის თხოვნა წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.