საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90414

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 4 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „Новое Время”-ს ცნობით, კავკასიის მთავარმართებელმა ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვმა სახელმწიფო ქონებათა სამინისტროს სთხოვა, ამიერკავკასიაში დაეარსებინათ რამდენიმე სკოლა, რომლებშიც ახალგაზრდები მევენახეობასა და მეღვინეობას ისწავლიდნენ.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ დ. ლ. ტიანგინსკი თბილისის სამხედრო ჰოსპიტალთან გახსნილ საფელდშერო სკოლაში ასწავლიდა მედიცინას.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ თბილისის სამხედრო ჰოსპიტალთან გახსნილ საფელდშერო სკოლის ორდინატორი იყო ნ. ი. სავიცკი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „Новое Время”-ს ცნობით ალექსანდრე როინაშვილი პეტერბურგში გაემგზავრა თავისი ნამუშევრების საზოგადოებისთვის წარსადგენად.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ კახეთის მაზრის უფროსმა ლევან ჯანდიერაშვილმა და მ. ი. მრევლიშვილმა პანკისის ხეობაში ტაძრის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ სანქტ-პეტერბურგის ფულადი კაპიტალის, შემოსავლებისა და ხანძრისგან დაზღვევის საზოგადოების აგენტი თბილისში მიხეილ ანდრიას ძე არღუტინსკი-დოლგორუკოვი იყო სახელმწიფო მრჩეველი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „Тифлийский Листокъ“-ის ცნობით ექიმ ქანანოვს აფთიაქის დირექტორმა მიხეილ შახ-პარონიანცმა განუცხადა, რომ ძვირადღირებული წამლები მხოლოდ მდიდრებისთვის უნდა გამოეწერა და არა ღარიბი მოსახლეობისთვის.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ თბილისის სამხედრო ჰოსპიტლის მოძღვარი იყო პროკლე იოსელიანი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „Тифлийский Листокъ“-ის ცნობით ექიმ ქანანოვმა უარი თქვა გაეგრძელებინა მუშაობა, რადგან მის მიერ გამოწერილი რეცეპტებით საავადმყოფოს აფთიაქიდან ღარიბ მოსახლეობას წამლებს არ აძლევდნენ.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ბიბლიოთეკას თავისი შრომები გადასცეს გუსტავ ივანეს ძე რადემ, გერმანე ვილჰელმის ძე აბიხმა, ჰოფმანმა და ნევსტროევმა.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ბიბლიოთეკას თავისი შრომები გადასცეს ამიუსმა, ნეიგებაუერმა, ბოლოტოვმა და გეპნერმა.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ პროკლე იოსელიანი თბილისის სამხედრო ჰოსპიტალთან გახსნილ საფელდშერო სკოლაში ასწავლიდა სჯულის კანონს.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ნ. ი. სავიცკი თბილისის სამხედრო ჰოსპიტალთან გახსნილ საფელდშერო სკოლაში ასწავლიდა ფარმაცევტიკას.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წლის 26 მარტს თბილისის გუბერნიის დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების გამგეობის საქმეთა მმართველად აირჩიეს საზოგადოების წევრი, თბილისის გუბერნატორის კანცელარიის უფროსი კარლ ლევის ძე ზისერმანი.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ბიბლიოთეკას თავისი შრომები გადასცეს ვ. ი. პრისელკოვმა, ლაზარევიჩმა, მანცევიჩმა და გეიდემანმა.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ბიბლიოთეკას თავისი შრომები გადასცეს ვინოგრადოვმა, დ. ლ. ტიანგინსკიმ და ვ. ა. მილიოტიმ.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ბიბლიოთეკას თავისი შრომები გადასცეს პეტრე ივანეს ძე სობოლშჩიკოვმა და ნევეროვმა.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კომპანია „Надежда“-ს კანტორის მმართველი იყო თომა ავეტის ძე პეპინოვი.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ბიბლიოთეკას თავისი შრომები გადასცეს: ივანე ივანეს ძე მინკევიჩმა, ი. ი. ტალკომ, სტეცკევიჩმა.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ბიბლიოთეკას თავისი შრომები გადასცეს: გავრილ ბოგდანის ძე ტერ-ასატუროვმა, გ. კოზლოვსკიმ, კიუჩარიანცმა, ვ. მ. კარპოვიჩმა.

1869

ტიპი: მფლობელობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ჩატახის თუჯის სადნობი ქარხანა, რომელიც თბილისიდან 74 ვერსტზე მდებარეობდა, ნამდვილი სამოქალაქო მრჩევლის, ვიტეს მემკვიდრეებსა და პრუსიის ქვეშევრდომ ჰერმან ბერნულს ეკუთვნოდა.

1869

ტიპი: სტატუსი

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ხარიტონოვი იყო თბილისის მოქალაქე.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ეკატერინე ქსავიერის ასულმა ვორონცოვამ თბილისში, ქუთაისსა და თელავში დააფუძნა ქალთა აღმზრდელობით-სასწავლო დაწესებულებები.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის განკარგულებით დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების სხდომაზე ექიმი შალიგინის მიერ წარმოდგენილი საველე გადასატანი ნივთების მოდელები შესაფასებლად გადაეცა კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო-სამედიცინო ინსპექტორს.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში გამართულ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების მეორე სხდომაზე კარლ ლევის ძე ზისერმანს დაევალა საზოგადოების ადგილობრივი გამგეობის საქმეთა და ფინანსთა მართვა.