საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87540

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის 28 ოქტომბერს სტეფანე არტემის ძე ტერ-ავაქოვი სიღნაღის მოურავად დაინიშნა.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს მამა დავით დუმბაძე ოზურგეთის საკრებულო ტაძრის მოძღვარი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 დეკემბერს ქუთაისში ალექსანდრე კავსაძეს უნდა გაემართა კონცერტი ახალი პროგრამით და შეესრულებინა „სულო ბოროტო“, „თავო ჩემო ბედი არ გიწერია" და სხვა ცნობილი სიმღერები.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 ნოემბერს ტ. ჯაში ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან თბილისში გაგზავნეს სამუშაოდ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ სპექტაკლს „ვინ არის დამნაშავე“ 298 კაცი დაესწრო. მოგება შეადგენდა 110.26 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებელს მარკოზ მაღლაკელიძემ 1. 10 მანეთი შესწირა, პელაგია შელიასამ – 1 მან., ე. ლოლუასამ და ნატალია შელიასამ – 10-10 შაური.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაბეჭდილი ვ. მამინაიშვილის წერილის მიხედვით, გურიის სამრევლო სკოლები და მათი მასწავლებლები ცუდ მდგომარეობაში იყვნენ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის პირველიდან 30 მარტის ჩათვლით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულმა კომიტეტმა გამართა სპექტაკლები: „პატარა კახი“, „ღალატი“ და „გაკოტრება“. სამივე წარმოდგენას ერთად 1091 მაყურებელი დაესწრო. მოგება შეადგენდა 1062.57 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ სპექტაკლს „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ 147 კაცი დაესწრო. მოგება შეადგენდა 97.67 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ სილიბისტრო კოპალეიშვილის, ირაკლი კოპალეიშვილისა და ივანე ბაღდავაძის სტატია გამოქვეყნდა ქვემო იმერეთის სოფ. ეწერის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 20 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ სპექტაკლს „და-ძმა“ 244 კაცი დაესწრო. მოგება შეადგენდა 140.53 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მიერ გამართულ სპექტაკლებს 1657 მაყურებელი დაესწრო. მოგება შეადგენდა 817.3 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5-დან 26 აპრილის ჩათვლით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მიერ გამართულ სპექტაკლებს 1075 მაყურებელი დაესწრო. მოგება შეადგენდა 1368.9 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ სპექტაკლს „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ 231 კაცი დაესწრო. მოგებამ შეადგინა 72.18 მანეთი. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 20 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ სპექტაკლს „სამშობლო“ 424 კაცი დაესწრო. მოგება შეადგენდა 290.93 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ სპექტაკლს „ებრაელები“ 366 კაცი დაესწრო. მოგება შეადგენდა 169.71 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს იმერეთის გუბერნიის სახაზინო პალატის თავმჯდომარე იყო საშტატო მრჩეველი ივანე ივანეს ძე ნაზოროვი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის 30 ოქტომბერს ეკატერინა პამპალოვის მოტაცების საქმის განხილვის დროს კოლბასინი და სტალინსკი სასამართლო პალატის წევრები იყვნენ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დავით ფოცხვერაშვილმა ტარას ძიგრაშვილის საპასუხო წერილი გამოაქვეყნა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ოტორინოლარინგოლოგი ი. ფ. პროტასევიჩი ნავასარდიანის კერძო კლინიკაში მუშაობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ნოემბერს გამოძიებაში მყოფი ჩ. კედია ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან გაგზავნეს ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოში, სადაც მისი საქმე ოლქის სასამართლოს უნდა განეხილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებელს ქიონია კედიამ, ლევან ჩიჩუამ, მატრონა კედიამ და მადიკო ჯიქიამ თითო მანეთი შესწირეს, მაგდანა ეხვაიამ, სოლომონ მიქაძემ და თეიმურაზ კაკაბაძემ – 10-10 შაური.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქმეყნებული ვ. მამინაიშვილის წერილის მიხედვით, გურიის სახალხო სკოლების მასწავლებლები ჯამაგირს დროულად ვერ იღებდნენ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ 1916 წელს ბაქოს განყოფილება ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების დასაკაზმად 650 მანეთს გამოყოფდა, საკანცელარიო ხაჯის დასაფარად — 250, სასკოლო თვალსაჩინოებათა შესაძენად კი — 100 მანეთს.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის 30 ოქტომბერს ეკატერინა პამპალოვის მოტაცების საქმის განხილვის დროს ვრაჟსკი სასამართლო პალატის თავმჯდომარე იყო.