საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89455

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კ. სვიმონოვი იყო პოლიციელი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა სოფელ რუისის შესახებ გარსო სიკოძის სტატია.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მმართველი იყო ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის განცხადება, რომ სექტემბრიდან ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მოსამზადებელი კლასის პირველ განყოფილებაში 30 თავისუფალი ადგილი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის განცხადება, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მოსამზადებელი კლასის პირველ განყოფილებაში უგამოცდოდ მიიღებდნენ შვიდი წლის მოსწავლეებს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის განცხადება, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მოსამზადებელი კლასის პირველი განყოფილების მოსწავლეებს აგვისტოში ჩაუტარდებოდათ გამოცდები და თუ ისინი მეორე განყოფილებაში გადავიდოდნენ, ჯამში 1-ში 30-ზე მეტი თავისუფალი ადგილი იქნებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის განცხადება, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მოსამზადებელი კლასის პირველ განყოფილებაში იყო მხოლოდ თავისუფალი ადგილი და სხვა განყოფილებებში ახალ მოსწავლეებს ვერ მიიღებდნენ.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის იანვარში გარდაიცვალა მეშვიდე კლასის მოსწავლე გოგუცა (მარიამ) ალექსანდრეს ასული ერისთავი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის განცხადება, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მესამე პროგიმნაზიულ კლასში იყო ხუთი თავისუფალი ადგილი, სადაც შეეძლოთ თოთხმეტი წლის მოსწავლეებს ესწავლათ თუკი შესაფერისად მოემზადებოდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის განცხადება, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებელში სწავლების მსურველებს საბუთები – ასაკისა და აზნაურობის მოწმობა – სასწავლებლის მმართველის სახელზე უნდა შეეტანათ 15 აგვისტოდან და თვის ბოლომდე გადაწყდებოდა მოსწავლეების მიღების საკითხი.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 4 ნოემბერს გარდაიცვალა ბარბარე ივანეს ასული რეიტერი და დაკრძალეს 8 ნოემბერს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ბესარიონ ნიჟარაძის ფელეტონი „ოთხი დღე“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ და მიხაილ პეტრეს ძე ანდრონიკოვებს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდათ 14 608 მანეთი და 5 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 ნოემბერს გაქურდეს მიხეილ სარქისოვის სახლი, საიდანაც 600 მანეთის ღირებულების ძვირფასი ნივთები გაიტანეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვის სტატია „შარდენი საქართველოში“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ვარლამ ძიძიგური მასწავლებელთა ყრილობაში მონაწილეობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ვასილ ქობულია მასწავლებელთა ყრილობაში მონაწილეობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ჩიქოვანი მასწავლებელთა ყრილობაში მონაწილეობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში სევერიანე მჟავანაძე მასწავლებელთა ყრილობაში მონაწილეობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ქადაგიძე მასწავლებელთა ყრილობაში მონაწილეობდა და თუშ-ფშავ-ხევსურეთის სკოლებს წარმოადგენდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ და მიხაილ პეტრეს ძე ანდრონიკოვებს 18 და 7/12 წლით ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თბილისში ფრანგების ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 126 კვადრატული საჟენი მიწა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხაილ ივანეს ძე შადინოვს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 16 664 მანეთი და 3 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ივანეს ძე შადინოვს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 37 530 მანეთი და 92 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარბარე მიხეილის ასულ მირზოევს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 51 296 მანეთი და 79 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ავეტიქ კარაპეტის ძე ყაზაროვს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 8623 მანეთი და 5 კაპიკი.