რეგისტრირებული ფაქტები93528
სორტირება თარიღი კლებადობით
1907
ტიპი: გარდაცვალება
1907 წლის 16 ივლისს სოფ. გუბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოსებ ოქროპირის ძე კახაია გარდაიცვალა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილმა ავტობიოგარფია ივანე გომართელის თხოვნით დაწერა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 5 ივლისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში დავით კლდიაშვილი ბოდიშს უხდის ივანე გომართელს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვერ აუსრულა თხოვნა და ვერ მიაწოდა ავტობიოგრაფია.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ პატარაობაში იგი ერთი რუსის ოჯახში მსახურობდა, რუსულს სწავლობდა და სასწავლებელში შესასვლელად ემზადებოდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 5 ივლისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში დავით კლდიაშვილი მიმართავს თხოვნით ივანე გომართელს, ყაზარ კარაპეტიანცს გადმოათარგმნინოს სომხურიდან მისი თხზულებისთვის „მრევლში“ დართული მოკლე ავტობიოგრაფია.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 5 ივლისს დაწერილი დავით კლდიაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ყაზარ კარაპეტიანცი იყო მთარგმნელი.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ მის ოჯახს მეზობლებთან და მთლიანად სოფლის გლეხკაცობასთან კარგადი ურთიერთობა ჰქონდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი ავტობიოგრაფიაში იხსენებდა, რომ კიევის სამხედრო გიმნაზიიდან სამშობლოში დაბრუნებულს დახვდნენ შეკრებილი თანასოფლელები, რომლებიც ეხვეოდნენ, კოცნიდნენ და სიხარულის ცრემლებს ღვრიდნენ.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ დავით ალადაშვილი შემდგომში გახდა ეპისკოპოსი.
1907
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა დედა კესარია ღოღობერიძე.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 5 ივლისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში დავით კლდიაშვილი ბოდიშს უხდის ივანე გომართელს ამ თხზულების ნაჩქარევად დაწერის გამო.

