რეგისტრირებული ფაქტები82980
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 37-ე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი და ილია ჭავჭავაძე; სხდომაზე გამგეობამ არჩილ ქუთათელაძეს წიგნების ანგარიშში 100 მანეთი გადასცა, ნიკოლოზ ბადრიძეს – 2.40, დურგალ დ. ნონიკაშვილს – 65, გადაიხადეს საზოგადოების სხვა ხარჯებიც, რამაც სულ 187 მანეთი შეადგინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეპისკოპოსმა ლეონიდემ ეგზარქოს ფლაბიანეს შეატყობინა, რომ თბილისში გამოჩნდნენ თვითმარქვია ბერები, რომლებიც ეკლესიის სახელით მოქალაქეებს ფულს სძალავდნენ.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის სასამართლო პალატამ მკვლელობაში ეჭვმიტანილების, კასან-ალი-ოღლისა და ბაირამოვის საქმის განხილვა დაიწყო, მაგრამ ვექილ კოროლკოვის სიმთვრალის გამო მოსამართლემ სხდომა შეწყვიტა და პროცესი 11 დეკემბრისთვის გადადო.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ქვემო ხოდაშნის მამასახლისმა დიმიტრი ბურნაძემ შეიპყრო იმავე სოფლის მკვიდრის, მართა შიუკაშვილის ცხვრის ქურდობაში ეჭვმიტანილი პირები – ლევან შიუკაშვილი, დიმიტრი ხმალაძე და ლევან ავბეწვაშვილი, რომლებმაც სასამართლოზე დანაშაული აღიარეს.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბაქოელი ინჟინრები, გ. თუმაევი, ი. ადამოვი და ჯ. და პ. აკოპოვები თბილისის ქაღალდის ქარხნის მშენებელი საზოგადოების დამფუძნებლები იყვნენ.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მომრიგებელი მოსამართლეების თანაშემწეები, ლიგენზევიჩი და კ. მ. შნეიდერი თბილისისა და ზუგდიდის მომრიგებელ მოსამართლეებად დაინიშნენ.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სტავროპოლის საოლქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ხლოპონინი თბილისის მომრიგებელი სასამართლო პალატის წევრად დაინიშნა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, საადგილმამულო კომიტეტის თავმჯდომარე ს. გ. ვეიდენბაუმი თბილისის საქმეთა საგუბერნიო საკრებულოს წევრად და საქმეთა მმართველად დაინიშნა.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 30 ნოემბერს როსტოვის მახლობლად გაჩენილი ხანძრის შედეგად ივანე არღუთინსკი-დოლგორუკოვის სახლი დაიწვა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 30 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლომ დამნაშავედ სცნო გიორგი კობიაშვილი, რომელსაც მარიამ ოხრომენკოს მკვლელობის მცდელობაში იყო ეჭვმიტანილი. სასამართლომ ბრალდებულს ქონების კონფისკაცია და ტომსკის გუბერნიაში გადასახლება მიუსაჯა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 30 ნოემბერს ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში თავად ილია დავითის ძე ხერხეულიძის გარდაცვალებიდან ორმოცი დღისადმი მიძღვნილი წირვა აღესრულა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 30 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებლის საბჭოს ყოფილი წევრი კ. ვ. იაკიმოვი თბილისიდან პეტერბურგში დაბრუნდა და მუშაობა რუსეთის იმპერიის საშინაო საქმეთა სამინისტროში განაგრძო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ნოემბერს თბილისის სასულიერო სემინარიის ეკლესიაში ეგზარქოსმა ფლაბიანემ და ეპისკოპოსმა კირიონმა სატაძრო დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა აღავლინეს.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 30 ნოემბერს თბილისის გუბერნატორი თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვი დასასვენებლად აბასთუმანში გაემგზავრა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 29 ნოემბერს მიხეილ ალექსანდრეს ძე რომანოვი თბილისიდან სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბერს სოფელ ონტოფოში ვაჭარ ოტია კორძახიას შეიარაღებული ყაჩაღები დაესხნენ თავს და 400 მანეთი გამოსძალეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებლის საბჭოს წევრი ნიკოლოზ ივანეს ძე პრიბილი თბილისის გუბერნატორის კანცელარიის რევიზიას აწარმოებდა.