საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87540

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის თებერვალში, მთავრობის განკარგულების მიხედვით, ზუგდიდის სასწავლებლის პედაგოგი გომელაური ტიტულოვანი მრჩეველი გახდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის თებერვალში მთავრობის განკარგულებით ზემო სვანეთში მდებარე სასწავლებლის პედაგოგი ნიჟარაძე ტიტულოვანი მრჩეველი გახდა.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წლის თებერვალში პაციენტებს იღებდნენ ექიმი ნავასარდიანის პირველ კერძო სამკურნალო დაწესებულებაში, რომელიც მდებარეობდა ვორონცოვის ძეგლის პირდაპირ. ნავასარდიანი მკურნალობდა ვენერიულ დაავადებებს და ატარებდა ქირურგიულ ოპერაციებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 27 ოქტომბერს ძეგამის სადგურის მეისრე კაჩარ არტინოვი სადგურიდან ერთ კილომეტრში თავგატეხილი იპოვეს. ადგილობრივმა ექიმმა, ბენკლევსკიმ პაციენტი თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში გაგზავნა.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1896 წლის 2 მარტს ვაჭარმა ნიკო ქადაგიშვილმა სიმთვრალეში მეუღლე, ოლღა ზენობის ასული ჭრელაევი მოკლა და შემდეგ დამბაჩით თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ მისი ჭრილობა სასიკვდილო არ აღმოჩნდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იოსებ ფაჩულიამ მეფეს ციხიდან გათავისუფლება სთხოვა, მეფემ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ილია გოგია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს ქართული სკოლაში გალობას ასწავლიდა.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის თებერვალში ქუთაისის ყოფილი ვიცე-გუბერნატირი, ბარონ ბრიუგენი ეტლით მგზავრობდა. ერთ-ერთ მოსახვევში მეეტლემ ფეხით მოსიარულე ვერ შეამჩნია და გადაუარა. მოხუცი მძიმედ დაშავდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის პირველი ნოემბრიდან სინოდის დადგენილებით მათხოჯის ეკლესიის მოძღვარს, ტიმოთე ქუთათელაძეს ქუთაისის სამაზრო ხაზინიდან პენსია, თვეში 130 მანეთი, დაენიშნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 30 მაისიდან სინოდის დადგენილებით უბისის ეკლესიის მოძღვარს, ალფეზ ბარათაშვილს ქუთაისის სამაზრო ხაზინიდან პენსია, თვეში 130 მანეთი, დაენიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის თებერვალში ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში ქალთა დაავადებებს მკურნალობდა ზ. ბაბანასიანცი.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 13 ნოემბრიდან სინოდის დადგენილებით ჩიბათის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდლის, იოსებ ჯორბენაძის ქვრივს, კესარიას ფოთის ხაზინიდან პენსია, თვეში 65 მანეთი, დაენიშნა, ხოლო მის მცირეწლოვან შვილებს – ეფროსინეს, დომინიკეს, ფილიმონს, აღათიას და ნესტორს 25 მანეთი დაენიშნათ.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ოქტომბრის ბოლოს თბილისის პოლიციის პირველი ნაწილის ბოქაულის თანაშემწემ, წულუკიძემ თანამდებობა დატოვა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 28 ოქტომბრიდან სინოდის დადგენილებით ჯვარისას ეკლესიის მოძღვარს, გაბრიელ ბოჭორიშვილს ქუთაისის სამაზრო ხაზინიდან დაენიშნა პენსია, თვეში 130 მანეთი.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 17 მაისიდან სინოდის დადგენილებით სუხჩის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელს, ეგნატე მაღალაძეს სენაკის სამაზრო ხაზინიდან პენსია, 130 მანეთი დაენიშნა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 24 მარტიდან სინოდის დადგენილებით არგვეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდლის, სპირიდონ აბრამიშვილის ქვრივს, რუსუდანს, ქუთაისის სამაზრო ხაზინიდან დაენიშნა პენსია, თვეში 65 მანეთი.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 24 მარტიდან სინოდის დადგენილებით მღვდელ გიორგი ლეკვეიშვილის ქვრივს, მაკრინეს, ქუთაისის სამაზრო ხაზინიდან პენსია, თვეში 65 მანეთი, დაენიშნა, ხოლო მის მცირეწლოვან შვილს, ვალერიანს კი – 25 მან.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბრიდან წმინდა სინოდის დადგენილებით ქუთაისის ეკლესიების ბლაღოჩინის, ნესტორ ყუბანეიშვილის, წიგნი „სახელმძღვანელო საღვთო სჯულის შესასწავლად“ საქართველოს საეგზარქოსო ერთკლასიან სკოლებში საღვთო სჯულის დამხმარე სახელმძღვანელო გახდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს მიხეილ საბინინის ნახატების კრებული – „საქართველოს დიდება“ გამოიცა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 2 მარტიდან სინოდის დადგენილებით ღვთისმშობლის ეკლესიის მოძღვარს, სიმონ გორდულაძეს, ქუთაისის სამაზრო ხაზინიდან პენსია დაენიშნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ვიქტორ გამყრელიძე ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „მე მინდა კნეინა გავხდე“ ბებერი თავადიშვილის როლს ასრულებდა, კოტე შათირიშვილი – ახალგაზრდა თავადიშვილისას.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 28 ოქტომბრიდან სინოდის დადგენილებით ოქროსქედის ეკლესიის მღვდელს, ბესარიონ ჯინჭარაშვილს, ფოთის ხაზინიდან პენსია დაენიშნა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 2 მარტიდან სინოდის დადგენილებით მღვდელ სიმონ გორდულაძეს ქუთაისის სამაზრო ხაზინიდან პენსია დაენიშნა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს შალიკაშვილი დუშეთის პოლიციის ბოქაული იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბერში დუშეთის მაზრაში ვექილ შაიშმელოვის მკვლელობას ბოქაული შალიკაშვილი იძიებდა.