რეგისტრირებული ფაქტები89462
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იერემია ე. არწრუნი იყო თბილისის ქალაქისთავი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იასონ დ. თუმანოვი იყო თბილისის ქალაქისთავი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი იყო თბილისის ქალაქისთავი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე სტეფანეს მატინოვი იყო თბილისის ქალაქისთავი. იგი რვა წელი მუშაობდა ამ თანამდებობაზე. 1840 წლიდან 1886 წლამდე თბილისს სულ ოცი ქალაქისთავი ჰყავდა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 15 ივნისის ღამეს მარიამ ბელევიჩი შეუწყნარებელი შინაარსის განცხადებების გაკვრის გამო პოლიციამ დააპატიმრა.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ ბელევიჩის მეუღლე იყო მაიორი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბაქოს მეორე გილდიის ვაჭარი იყო იოსებ იაგოროვი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ იაგოროვის 12 წლის შვილმა ნიკოლოზ ყაზახოვის 10 წლის შვილი მოკლა კვეზერელის სახლში.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თონეთის სკოლის მასწავლებელს ბესარიონ ჭილაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება იცნობდა, როგორც ძალიან საჭირო ადამიანს სკოლისთვის და თონეთის ახლო-მახლო სოფლებისათვის.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ყაზახოვი თელავის მცხოვრები იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 13 ივნისს ე. მ. კალენიჩენკოვი თავის სახლთან ახლოს გაძარცვეს და 12 მანეთი წაართვეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 19 მარტს ვლადიმერ აღნიაშვილის მგალობელთა ხორო ქართულ თეატრში გამართავდა კონცეტრს.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 5 მაისს კავკასიის სამხედრო სასამართლომ მ. პ. მეფისოვი გაამართლა. მას სახელმწიფო თანხის მითვისება და გაყალბება ბრალდებოდა.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. მ. კალენიჩენკოვის ქმარი იყო პოლკოვნიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი მუდმივად ზრუნავდა და ყურადღებას აქცევდა ხელთუბნის სკოლას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ახლად შედგენილი წიგნი „ქართული ხმები“, რომელიც ღირდა 1 მან. და 60 კაპ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კაპიტანი ბარტენიევი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გეურქ ოჰანეზოვი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მღვდელი იყო ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე.

