რეგისტრირებული ფაქტები85205
სორტირება თარიღი კლებადობით
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილი ემიგრაციაში წავიდა.
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წელს ვალიკო ილარიონის ძე ჩუბინიძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წელს სპირიდონ მიხეილის ძე ჭავჭავაძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წელს სპირიდონ მიხეილის ძე ჭავჭავაძე ბოლშევიკების წინააღმდეგ აჯანყებული ხალხის მთავარსარდალი იყო.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924-1925 წლებში დიმიტრი ჯანელიძე მუშაობდა სტატისტიკოსად ზემოავჭალის შრომის ელექტროსადგურის კომიტეტში.
1924
ტიპი: ორგანიზაცია
1924 წლის პირველი იანვრიდან იაკობ ფანცხავა იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის წევრი.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924-1929 წლებში იაკობ ფანცხავა ასრულებდა თბილისის ფინსახკომის მოადგილის მოვალეობას.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წელს იაკობ ფანცხავა ხელახლა აირჩიეს ქუთაისის ქალაქისა და მაზრის საბჭოების წევრად.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წლიდან იაკობ ფანცხავა მუშაობდა ქუთაისის აღმასკომის სხვადასხვა კომისიაში სააღმშენებლო, კომუნალურ მეურნეობათა და საფინანსო მიმართულებით.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს იაკობ ფანცხავა მუშაობდა კომისიაში, რომელმაც შეიმუშავა საადგილმამულო რეფორმის გატარების წესები ქალაქის ფარგლებში.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლიდან იაკობ ფანცხავა ესწრებოდა ქუთაისის ქალაქისა და მაზრის საბჭოების პრეზიდიუმის სხდომებს.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წელს სენაკის რაიონში აჯანყებულებთან შეტაკებისას ნიკოლოზ კიკაჩეიშვილი დაიღუპა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წელს სოფელ მუხიანში აჯანყებულებთან შეტაკებისას უპარტიო მილიციელი ამბაკო სულაქველიძე დაიღუპა.