რეგისტრირებული ფაქტები89818
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1937
ტიპი: ღონისძიება
1884-1889 წლებში თიანეთის მაზრის სოფ. ტოლათსოფელში მასწავლებლობის პერიოდში ვასილ კოპტონაშვილ დაბა თიანეთში ხშირად ვაჟა-ფშაველას, რომელიც იქიდან აწვდიდა გაზეთ „ივერიის“ რედაქციას თვის ლიტერატურულ მასალას.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს სოფელ ტოლათსოფლის სკოლის მოსწავლეებსა და მოსახლეობასთან დამშვიდობებისას ვასილ კოპტონაშვილსაცა და იქაურებსაც ტირილი დაუწყიათ, იმდენად ენანებოდათ ერთმანეთთან განშორება.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882-1883 წლებში, ვასილ კოპტონაშვილის თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდში, ხშირად მიდიოდნენ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი დარსკი და კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი იანოვსკი. დარსკი კეთილი და მზრუნველი პიროვნება ყოფილა, იანოვსკი კი სასტიკ და ფიცხ კაცად ეჩვენებოდა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882-1883 წლებში თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი დარსკი იმდენად დადებით ზეგავლენას ახდენდა თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიანი სამოქალაქო სასწავლებლის მოწაფეებზე, რომ ისინი ცდილობდნენ, რაც შეიძლება კარგად ესწავლათ და ამ კეთილი ადამიანის მეტი მზრუნველობა დაემსახურებინათ.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წელს ბარალეთის სკოლის დამთვარების შემდეგ ვასილ კოპტონაშვილს სწავლის გაგრძელება სურდა, მშობლებმა კი მისი სახლში დატოვება და დაოჯახება ისურვეს.
1877
ტიპი: ღონისძიება
შიო არაგვისპირელს მამიდაშვილი, ვისთანაც იგი ძმასთან ერთად 1877 წლამდე ცხოვრობდა დუშეთში, ხშირად მშიერ-მწყურვალს ამყოფებდა მათ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ დუშეთიდან ქაისხევში ძმასთან ერთად დაბრუნებულ შიო არაგვისპირელს მთელი ოჯახი დიდი სიხარულით შეეგება.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლამდე დუშეთის სასწავლებელში მიბარებული შიო არაგვისპირელი ძმასთან ერთად მამიდაშვილის, ხაზინის ბუღალტრის, სახლში ცხოვრობდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ შიო არაგვისპირელი ძმასთან ერთად გამოიპარა დუშეთიდან, სადაც მამიდაშვილი სასტიკ პირობებში ამყოფებდა მათ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ შიო არაგვისპირელი ძმასთან ერთად დუშეთიდან გამოიქცა და თავის მშობლიურ სოფელ ქაისხევში ჩავიდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1873-1877 წლებში წილკანში გადასული ზაქარია დედაბრიშვილის ოჯახი იქ ორ ოთახში ცხოვრობდა. ზაქარიამ ვეღარ მოასწრო საცხოვრებლისთვის რამის მიმატება, რადგან მალევე გარდაიცვალა.
1877
ტიპი: ღონისძიება
შიო არაგვისპირელის ოჯახს მამის სიცოცხლეშიც ძალიან უჭირდა და 1877 წელს ზაქარია დედაბრიშვილის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო დიდ გაჭირვებაში ჩავარდნენ.
1867
ტიპი: ღონისძიება
შიო არაგვისპირელი მადლიერებით იხსენებდა პაპას, მახარეს, რომელიც 1867-1873 წლებში მათთაც ცხოვრებისას ტკბილად უამბობდა სხვადასხვა ამბავს.
1867
ტიპი: ღონისძიება
შიო არაგვისპირელი თავის პაპა მახარეს, რომელთანაც 1867-1873 წლებში ცხოვრობდა, აღწერდა როგორც ბრგე, სრულიად გაჭაღარავებულ, უცოლშვილოდ დარჩენილ კაცს.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867-1873 წლებში ქაისხევში ცხოვრების პერიოდიდან შიო არაგვისპირელს განსაკუთრებით დაამახსოვრდა პაპა, მახარე.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში თბილისში სწავლის პერიოდში შიო არაგვისპირელი და მისი ძმა, გიორგი საზაფხულო არდადეგებზე მშობლიურ სოფელში ჩადიოდნენ.

