რეგისტრირებული ფაქტები89462
სორტირება თარიღი კლებადობით
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს კავკასიის სამკურნალო საზოგადოებამ აირჩია ტუბერკულიოზთან საბრძოლო საშუალებათა შემმუშავებელი კომისია, რომლის თავმჯდომარე ექიმი ა. ი. დუნაევა-რუდენკო იყო.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ქალაქ თბილისის გამგეობამ კუკიისა და ავლაბრის საძოვარი მიწების თაობაზე ნ. ვ. ჩერქეზიშვილის მოხსენება განიხილა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს კავკასიის სამკურნალო საზოგადოებამ მალარიასთან საბრძოლო საშუალებათა შემმუშავებელი კომისიის ხელმძღვანელად ექიმი გურკო დანიშნა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ქალაქ ნახიჩევანში მცხოვრებ მაჰმედ სულთან-ოღლი შაჰტახტინსკის მთავრობამ თბილისში აზერბაიჯანულ ენაზე გაზეთ „შარქი რუსის" გამოცემის ნებართვა მისცა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის იანვარში გაიმართა საკრედიტო საზოგადოების მე-3 ჯგუფის რწმუნებულთა არჩევნები. ახალ წევრებად აირჩიეს: გ. ა. ტოლე, მ. ა. სოსინი, ი. ზ. ენკოლოფოვი, ი. ა. ტერ-აკოფოვი, პ. ა. ტიგრანოვი და ა. ფუღინოვი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს თბილისის ვაჭრებმა იერემია გულაზოვი ობოლთა სასამართლოს წევრად აირჩიეს.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქუთაისის გუბერნიის სასოფლო-სამეურნეო საჭიროებათა საგუბერნიო კომიტეტის ეკონომიკური სექციის თავმჯდომარედ პავლე თუმანიშვილი დაინიშნა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს თბილისის გამგეობის ანგარიშის გამრჩევმა სარევიზიო კომისიამ თავმჯდომარედ პ. ი. კოჟინი აირჩია.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ვერაზე მდებარე საკვირაო სკოლის ხელმძღვანელმა ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისამ მოზარდი ქალებისთვის ხელსაქმის სასწავლებელის ცალკე განყოფილება გახსნა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ვერაზე მდებარე საკვირაო სკოლაში, რომლის ხელმძღვანელიც იყო ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა, 150 კაცი დადიოდა.

