საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90418

1903

ტიპი: გარდაცვალება

1903 წელს გერასიმე ფარცხალაიშვილის მამა კაზაკებმა მოკლეს მუშათა დემონსტრაციის დროს. ობლობაში სიმწრით გაზრდილი გერასიმე 15 წლიდან ბათუმის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის აქტიური წევრი გახდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 30 დეკემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ წერილობით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, როგორც მომრიგებელ მოსამართლეს, რომ 1903 წლის 20 და 27 იანვარს სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომებს დასწრებოდა.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 30 დეკემბერს ქუთაისიდან თბილისში დაბრუნდა კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე გენერალი ალექსანდრე ფრეზე.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 29 დეკემბერს თბილისში, ნავთლუხში, ცეცხლი გაჩნდა და დაიწვა მანდენოვის მატყლის სარეცხი ქარხანა.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 28 დეკემბერს მთავარმართებლის თანაშემწე, გენერალი ალექსანდრე ფრეზე ქუთაისში გაემგზავრა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 28 დეკემბერს თბილისელმა ვაჭარმა სარქის ოგანეზოვმა პოლიციის მე-2 ნაწილში განაცხადა, რომ მის სამკერვალოში ბოროტმოქმედები შეიპარნენ და 82 მანეთის ტანისამოსი გაიტანეს.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

სიმონ ივანეს ძე ჩიქოვანი დაიბადა 1902 წლის 27 დეკემბერს სოფელ ნაესაკაოში.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 27 დეკემბერს გამართულ სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ანტონ ნატროშვილმა და ნიკოლოზ სულთან კრიმ-გირეიმ წაიკითხეს მოხსენებები სკოლებში „დედაენის“ სწავლების შესახებ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 26 დეკემბერს ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა ალექსანდრე დიუმას დრამა „მარგარიტა გოტიე", რომელშიც მარგარიტას როლს ეფემია მესხი ასრულებდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 26 დეკემბერს თბილისის გამგეობის წევრებმა ესტატე ჩერქეზიშვილმა და ამბარცუმ ენფიაჯიანცმა ექიმებთან, ბარტელსა და დანკევიჩთან ერთად ნავთლუხში დაათვალიერეს ადგილები მიხეილის საავადმყოფოს სასაფლაოსთვის თავისუფალი ადგილის მოსაძებნად.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 26 დეკემბერს ავჭალის სახალხო თეატრში ვაჟთა პირველმა სკოლამ გამართა ლიტერატურულ-სამუსიკო დილა. მოსწავლეთა ხორომ, რომლის ლოტბარი იყო კაზიმირ ცხომელიძე, შეასრულა სიმღერები, ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 26 დეკემბერს ქუთაისის წრის დარბაზში ბავშვთა სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე ტ. გ. ნაზაროვმა ქუთაისელი ბავშვებისთვის გამართა შობის ხე, ბავშვებს ტანსაცმელი დაურიგეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 25 დეკემბერს ქუთაისის წრის დარბაზში ნინა მერაბის ასულ თავდგირიძის თაოსნობით გაიმართა ლიტერატურული და სამუსიკო საღამო საკვირაო სკოლის დასახმარებლად.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 24 დეკემბერს ეჩმიაძინიდან თბილისში ჩამოვიდა სომეხთა ეპარქიის მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი გეორქ სურენიანცი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 22 დეკემბერს ქუთაისში ეფემია მესხმა საბენეფისოდ წარმოადგინა დრამა „ადრიენა ლეკუვრერი", რომელშიც მონაწილეობდნენ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და კოტე მესხი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 22 დეკემბერს ხოჯივანქის სასაფლაოზე განსვენებულ სომეხ-გრიგორიანთა მწერალ-პუბლიცისტის, გრიგოლ არწრუნის საფლავზე გაიმართა პანაშვიდი და აკურთხეს მწერლის ძეგლი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 21 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 21 დეკემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გათეთრება შავისა“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 21 დეკემბერს ქ. თბილისის გამგეობამ და ხორცის დუქნების გამგე-კომისიამ მოისმინა დუქნების მმართველის, ნ. ალიხანოვის ანგარიში.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 21 დეკემბერს თბილისის მოურავის მოადგილემ გუბერნატორს წარუდგინა დადგენილება ალექსანდრე არღუთინსკი-დოლგორუკოვის ქალაქის მოურავის თანამდებობაზე არჩევის შესახებ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 21 დეკემბერს თბილისის არტისტული საზოგადოების შენობაში გაიმართა კონცერტი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სასარგებლოდ, რომელზეც ელენე ჩერქეზიშვილისამ შეასრულა ლეკური.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 21 დეკემბერს თბილისის არტისტული საზოგადოების შენობაში გაიმართა კონცერტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ, რომელზეც აკაკი წერეთელმა თავისი ლექსები წაიკითხა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 21 დეკემბერს თბილისის არტისტული საზოგადოების შენობაში გაიმართა კონცერტი ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სასარგებლოდ, რომელზეც წარსდგა ზაქარია ფალიაშვილის ქართული ხორო და შეასრულა ქართული სიმღერები.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 21 დეკემბერს არტისტული საზოგადოების საკონცერტო დარბაზში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გაიმართა საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ: მელიტონ ბალანჩივაძე და ქართული ხორო (ქალების და კაცების) ზაქარია ფალიაშვილის ლოტბარობით.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 20 დეკემბერს ხმოსანმა არშაკ სერგეის ძე ბაბოვმა თბილისის გამგეობას წარუდგინა მოხსენება ქალაქის ქუჩებისა და მოედნების მოკირწყვლის შესახებ.