რეგისტრირებული ფაქტები90418
სორტირება თარიღი კლებადობით
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 21 ნოემბერს ბათუმის რკინიგზის თეატრში გაიმართა ქართული წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და ქუთაისელი მსახიობები.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 21 ნოემბერს ბათუმის რკინიგზის თეატრში წარმოადგინეს დრამა „შეშლილია" და ავქსენტი ცაგარლის „ბაიყუში". სპექტაკლების შემოსავალი – 482 . 65 მან. სკოლას შესწირეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 21 ნოემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის შენობაში გიმართა თბილისის პირუტყვთა მფარველი საზოგადოების კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ი. ნ. რეიტერი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 21 ნოემბერს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულის კანცელარიის შენობაში გადაიხადეს სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის, ივანე ტიხეევის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 21 ნოემბერს გადაიხადეს სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის, ივანე ტიხეევის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, რომელსაც დაესწრნენ მთავარმართებლის საბჭოს წევრი მიცკევიჩი, მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებული იაკობ მედვედევი, აგრონომები, ინსტრუქტორები და სხვ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 21 ნოემბერს ქართულ თეატრში ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა დ. აწყურელის (დავით მერაბის ძე გამყრელიძის) მიერ თარგმნილი ახალი პიესა „მზეს მოკლებულნი".
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 21 ნოემბერს ქართულმა დასმა ქართულ თეატრში წარმოადგინა ვოდევილი ,,დამბაჩა და რევოლვერი", რომელშიც მონაწილეობდნენ იოსებ ივანიძე, კონსტანტინე მესხიშვილი, სვიმონ სვიმონიძე, კონსტანტინე შათირიშვილი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 21 ნოემბერს ქართულმა დასმა ქართულ თეატრში წარმოადგინა ვოდევილი „დამბაჩა და რევოლვერი", რომელშიც მონაწილეობდნენ ნატო გაბუნია-ცაგარლისა, ნინო გამყრელიძისა, ალექსანდრა კარგარეთელი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 21 ნოემბერს ქართულმა დასმა ქართულ თეატრში წარმოადგინა ვოდევილი „დამბაჩა და რევოლვერი", რომელშიც მონაწილეობდნენ ბაბო როსტომაშვილი, ვასილ აბაშიძე, დავით აწყურელი, გედევან გედევანოვი, ვალერიან გუნია.
1902
ტიპი: ავტორობა
1902 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის განყოფილების თავმჯდომარემ, მ. გამრეკელმა მადლობა გადაუხადა აბასთუმნის სამკურნალო წყლების დირექტორის, აბასთუმნის სამხედრო საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ილია ზურაბის ძე გოპაძის მეუღლეს, მარიამ სიმონის ასულ გოპაძეს შემოწირულობისთვის.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის 20-21 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა სომხური გაზეთის „ნორ-დარი" რედაქტორის, სპანდარ სპანდარიანის საქმე და ის უდანაშაულოდ ცნო.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის 20 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლოში დაინიშნა სომხური გაზეთის, „ნორდარის" რედაქტორის, სპანდარ სპანდარიანის საქმის განხილვა. ნავთის მწარმოებელი საზოგადოების წარმომადგენელი ბოგდან არზრუმოვი მას ბეჭდვითი სიტყვის საშუალებით ცილისწამებას აბრალებდა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 20 ნოემბერს, საღამოს 6 საათზე, კასპში მიმავალი მატარებლიდან ჩამოვარდა არტემ მღებრიშვილი. დაშავებული თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 20 ნოემბერს გამართული მარგანეცის მრეწველთა საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო ინჟინერი აბრამ ცეიტლინი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 20 ოქტომბერს ჭიათურის შავი ქვის მწარმოებელთა კრებაზე აირჩიეს მწარმოებელთა საბჭოს თავმჯდომარე და წევრები, რადგან საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ფელიქსის ძე ზნადოვიჩსა და სხვებს სამსახურის ვადა დაუმთავრდათ.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 19 ნოემბერს ქ. თბილისის გამგეობამ გუბერნატორს დასამტკიცებლად წარუდგინა 18 ნოემბრის საბჭოს დადგენილება ნიკოლოზ ვასილის ძეარღუთინსკი-დოლგორუკოვის საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის შესახებ.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ვაროს ვაგარშაკის ძე ხოეციანცი დაიბადა 1902 წლის 18 ნოემბერს ქ. კაგიზმანში.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 18 დეკემბერს ქალაქ ფოთის გამგეობამ გადაწყვიტა, სახაზინო გადასახადის გადაუხდელობის გამო გაეყიდა ეგნატე კოჭოს ძე ოდიშარიას ხის სახლი და ეზო ივანოვის ქუჩაზე.

