საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89466

1902

ტიპი: მფლობელობა

1902 წელს მელიქ კანარიანცს ჰქონდა ხორცის დუქანი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს გაზ. „ცნობის ფურცლის" რედაქციამ ავქსენტი ცაგარლის ფონდის სასარგებლოდ ქ. ტაშკენტიდან მიიღო შვიდი მანეთი, აქედან ხუთი მანეთი შესწირა ვასილ გრძელიშვილმა, ორი – ასატურ არუთინიანცმა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ტრამვაის გზების მეთვალყურე კომისიამ გადაწყვიტა ბეითლებთან ერთად დაეთვალიერებინა უსახელო საზოგადოების ცხენები და გაეგო, რამდენად გამოსადეგი იყვნენ ვაგონების სატარებლად. ამ გადაწყვეტილების განხორციელება კომისიამ მიანდო კომისიის წევრ ნ. გრიქუროვს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს თბილისში ჩამოვიდა თერგის ოლქის უფროსის თანაშემწე, გენერალ-მაიორი პისარევი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მემამულე ვ. მ. კარპოვიჩმა ლენქორიდან სამეურნეო საზოგადოებას შეატყობინა, რომ მუღანის მინდვრებში გაჩნდა უამრავი თაგვი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს სამეურნეო საზოგადოების საბჭომ განიხილა პურის ვაჭრობის მოწესრიგების საკითხი. ამისთვის შეიქმნა კომისია, რომლის წევრები იყვნენ: ი. ი. კარაპეტოვი, ა. ა. ედიგაროვი, დ. ნ. ნიკიტინი. ა. გ. სოგომონოვი, გ. ა. ბაგრატიონ-დავითიშვილი, ნ. ს. ფრიდონოვი, გ. ა. ოთაროვი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ობოლთა მოსამართლემ ქალაქის მოურავი დაავალდებულა, ექვთიმე გულაზოვის, აივაზოვისა და სვიმონ კ. არუთინოვისათვის მოეთხოვა, შეესრულებინათ დაკისრებული მოვალეობა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ინჟინერმა მარგოლიუსმა დაასრულა გლდანის ხეობის გამოკვლევა და მოხსენება წაიკითხა კავკასიის სამთო სამმართველოში. მისი აზრით, ამ ადგილებში ოქროს მადნის ნიშნები იყო, თუმცა იმდენი არა, რომ დასამუშავებლად ღირებულიყო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ბაქოს გზაზე მოკლული დიმიტრი გედევანიშვილის ხსოვნის პატივსაცემად ალექსანდრე დიმიტრის ძე გედევანიშვილმა, მიხეილ ალეესანდრეს ძე და დავით ალექსანდრეს ძე გედევანიშვილებმა ქართველთა შორის წერა- კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 150 მანეთი შესწირეს.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წელს თბილისში მიმავალმა მატარებელმა კანდაბაროვს ორივე ფეხი მოსწყვიტა, დაშავებული გადაიყვანეს მიხეილის საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს თბილისში საქართველოს მეურნეობის გასაცნობად ჩამოვიდა ჰოლანდიელი პროფესორი ბერლოშ მოენი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს მთავარმართებელმა სიღნაღის მაზრის უფროსად დაამტკიცა მაზრის უფროსის თანაშემწე ნ. ა. იგნაციუსი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის სექტემბერში სტატისტიკოსმა ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა გორის მაზრის კვლევა დაასრულა და მასალის დამუშავება დაიწყო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე როჟდესტვენსკი ქუთაისის სემინარიის ინსპექტორად დაინიშნა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ქალაქ ქუთაისის ბეითალმა ლანგემ ერთ ყასაბს აღმოუჩინა ტრიხინიანი დაკლული ღორი, რომელიც მაშინვე ჩამოართვეს.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თბილისის რეალური სასწავლებლის მეორე ინსპექტორად დაინიშნა პირველი გიმნაზიის მასწავლებელი კარპინსკი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს თბილისის საგუბერნიო ექიმმა თ. ც. ქიქოძემ ექიმ ინაშვილს, რომელიც აცხადებდა, რომ ჭლექის წამალი გამოიგონა, მოსთხოვა ცნობები წამლის შესახებ.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქუთაისის ქალების საეპარქიო სასწავლებლის ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელმა ზგურსკიმ თავი დაანება მასწავლებლობას და მის მაგივრად დროებით დაინიშნა ივ. ილ. ჯაფარიძე.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თბილისის სახელოსნო სასწავლებლის დირექტორის თანამდებობაზე სასწავლებელთა გამგე-კომისიამ განიხილა 13 კანდიდატი, მათ შორის სასწავლებლის ყოფილი დირექტორი ოჰანეზოვი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თბილისის სახელოსნო სასწავლებლის დირექტორად სასწავლებელთა გამგე-კომისიამ დანიშნა ბორჯომის სახელოსნო სკოლის გამგე პობედიმოვი.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წელს თბილისში ჩამოვიდა ტაშკენტის გენერალ-გუბერნატორი, გენერალ-ლეიტენანტი კოროლკოვი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ოზურგეთის მაზრის უფროსი ივანე ლაზარენკო მაზრის უფროსად გადაიყვანეს შორაპანში, სადაც ადრე შვიდი წელი მსახურობდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს სენაკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა ბორის იაკობის ძე ვასილიევი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის მოადგილედ დაინიშნა იმერეთის საეპარქიო სკოლების მეთვალყურე მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობას ყარსიდან 5 თუმანი გამოუგზავნა მარიამ კიკნაძემ ავქსენტი ცაგარლის სახელობის ფონდის დასახმარებლად.