საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83615

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, აბრამ ნორდშტეინის მიერ შესრულებული ქართველი მწერლების პორტრეტები 75 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 7 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი თბილისიდან ბაქოში გაემგზავრა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 7 ნოემბერს ალესანდრე თოიძე ბათუმში მდებარე სასტუმრო „ლონდონის“ მეპატრონე გახდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის გუბერნატორმა მოურავ გ. გ. ევანგულოვს ქალაქის დასუფთავებისათვის 500 მანეთის განკარგვა დაავალა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი დეპეშით იტყობინებოდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მეორედ გამოიცა და ერთ შაურად იყიდებოდა რაჟდენ ბარამიძის მიერ შედგენილი „ცხოვრება ღირსისა ალექსის ღვთის კაცისა“.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 6 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნინა ყიფშიძის განცხადება, რომლითაც ის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს გატანილი ყულაბების კანცელარიისთვის დაბრუნებას სთხოვდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 6 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ ჯვარცხმის სამრევლო სკოლის მასწავლებლის სარდიონ მგალობლიშვილის წერილი, რომლითაც ის ილარიონ მგალობლიშვილს სკოლისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდიდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვექილმა ბ. ეჯუბოვმა თბილისის სასამართლოში სოფელ ძიროვანის გამიჯვნასთან დაკავშირებული საკასაციო სარჩელი წარადგინა, სადაც მხარეთა უფლებებს ბ. ხაზარსკი და ბ. ოგულოვიჩი იცავდნენ.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბ. ავალიშვილი ნათესავებმა ავადმყოფობის გამო სოფელში გადაიყვანეს, თუმცა შიშობდნენ, რომ იქაურ პირობებში მისი გამოჯანმრთელება გაჭირდებოდა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 6 ნოემბერს ხევსურეთში ყაჩაღ ოსია ფარეშას ძე ხარსიევს და მისი შეარაღებული დაჯგუფების წევრებს უშიშა წიკლაური და ბეწიკა გიგაური ჩაუსაფრდნენ, რათა მძარცველებისთვის ნაქურდალი წაერთმიათ. ორმხრივი სროლის შედეგად უშიშა წიკლაური მძიმედ დაიჭრა და მეორე დღეს გარდაიცვალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 ნოემბერს ხევსურეთში ყაჩაღმა ოსია ფარეშას ძე ხარსიევმა და მისი შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა მანგია გიგაურის გომური გატეხეს, საიდანაც ერთი ცხენი და ერთი ხარი გაიტაცეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 ნოემბერს ხევსურმა გიგა წიკლაურმა და მისმა თანასოფლელებმა ყაჩაღი ოსია ფარეშას ძე ხარსიევი და მისი შეიარაღებული დაჯგუფების წევრები ალყაში მოიმწყვდიეს და შეიპყრეს, ხოლო ერთი მათგანი, ცნობილი ყაჩაღი ჯინჯალი არაფიაშვილი, ადგილზე მოკლეს.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 6 ნოემბერს გიმნაზიის კურსდამთავრებული სიმონ გვარამაძე კალოუბნის ღვთისმშობლის ეკლესიის მასწავლებლად დაინიშნა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ევგენი ჩიჯავაძის კორესპონდენცია „სამიქაო. სამკითხველოს საჭიროება და წარმოდგენები“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა არტემ სიხარულიძის კორეპონდენცია „ბასილეთის საზოგადოება. ხალხის სიღატაკე და მისი მიზეზები“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თავადმა ივანე გივის ძე ამილახვარმა გორის მაზრის სოფლების დასახმარებლად ხაზინიდან შვიდი ვაგონი ხორბალი ისესხა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა პავლე მოსულიშვილის კორესპონდენცია კავკავში წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის კურთხევის შესახებ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოსმა ფლაბიანემ 11 დეკემბერს ქართლ-კახეთის სამრევლო სკოლების ზედამხედველთა კრება დანიშნა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მსახიობ ბაბო ავალიშვილის ჯანრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ნოემბერს თბილისის სათავადაზნაურო თეატრში დადგეს კომედია „კრეჩინსკის ქორწინება“, რომელშიც ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ბ. ბ. აბაშიძე, კონსტანტინე შათირიშვილი და სანდრო თამაზიშვილი მონაწილეობდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ნოემბერს თბილისის სათავადაზნაურო თეატრში, ვასო აბაშიძისა და კოტე მესხის რეჟისურით, კომედია „კრეჩინსკის ქორწინება“ დაიდგა, რომელიც ქართულ ენაზე ანდრია ღულაძემ თარგმნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ნოემბერს თბილისის სათავადაზნაურო თეატრში დადგეს ავქსენტი ცაგარლის პიესა „ჭკუისა მჭირს“.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფ. ჟორდანიას მეუღლემ, ოლგა აბაშიძემ, სოფელ ცაიშში ხელსაქმის შემსწავლელი სკოლა დააარსა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სუფსის მეეტლეთა ამხანაგობის გამგის, ბ. შ. კომახიძის განცხადება, რომ სუფსის რკინიგზის სადგურში ეტლები მატარებლების განრიგის შესაბამისად იმოძრავებდნენ.