საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა, რომ ი. ბუტიკაშვილისა და ალექსანდრე ბაქრაძის ჭირისუფალთა მიერ ნაჩუქარ სამკითხველოში წიგნები ყოველთვიურად გაეგზავნათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ოქტომბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ელისაბედ როინაშვილს 20 მანეთი გადასცეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ივანე გიუნაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, წინარეხის სკოლისთვის გაეგზავნათ 31. 40 მანეთის ნივთები: 20 სამელნე, 10 ცალი საშლელი, ცარცი, 10 ცალი კალამი, 2 ყუთი მელნის ფხვნილი და სხვა ნივთები.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის ოქტომბერში ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელმოწერით დაადასტურა თბილისის პირველი სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა. სამკითხველოს შემოსავალი 69.96 მანეთი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ოქტომბერში იაკობ გოგებაშვილმა დურგალთა ამხანაგობის სკოლას 10 „დედა ენა“ აჩუქა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძემ ხელმოწერით დაადასტურა, რომ თბილისის პირველმა სამკითხველომ ხარჯების სახით 24 მანეთი და 29 კაპიკი გასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ოქტომბერში თბილისის პირველ სამკითხველოს ხარჯების გარეშე 35 მანეთი და 92 კაპიკი ჰქონდა. ფაქტი ხელმოწერით ილია ჭავჭავაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ოქტომბერში თბილისის მე-2 სამკითხველომ ხარჯების სახით 31 მანეთი და 64 კაპიკი გასცა. ფაქტი ხელმოწერით ილია ჭავჭავაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ოქტომბერში თბილისის მე-2 სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს: ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ და ივანე რატიშვილმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ოქტომბერში თბილისის მე-2 სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს: გიორგი დეკანოზიშვილმა, იაკობ ღულაძემ და ნიკოლოზ ელიავამ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ოქტომბერში თბილისის პირველი სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს: კონსტანტინე ჯაფარიძემ, დავით კარიჭაშვილმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სხვებმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ოქტომბერში თბილისის პირველი სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს: გიორგი დეკანოზიშვილმა, იაკობ ღულაძემ, ნიკოლოზ ელიავამ და სხვებმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ოქტომბერში თბილისის მე-2 სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს: კონსტანტინე ჯაფარიძემ, დიმიტრი კარიჭაშვილმა და ექვთიმე თაყაიშვილმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ოქტომბერში თბილისის პირველმა სამკითხველომ ხარჯების სახით 24 მანეთი და 29 კაპიკი გასცა. ფაქტი ხელმოწერით ილია ჭავჭავაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ოქტომბერში თბილისის პირველი სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს: ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ, ივანე რატიშვილმა და სხვებმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ოქტომბერში თბილისის მე-2 სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ და ივანე რატიშვილმა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის ოქტომბერში ჟურნალ „Кавказский вестник“-ში გამოქვეყნებულ ალექსანდრე ხახანაშვილის წერილს ქართული ლიტერატურის შესახებ უარყოფითი რეცენზიით გამოეხმაურა გაზეთი „კვალი“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს უსახელო საზოგადოების ტრამვაის ახალმა დირექტორმა რაგოლერმა თბილისის გამგეობას წარუდგინა უსახელო საზოგადოების რწმუნების ქაღალდი, რომლის მიხედვითაც იგი თბილისის ტრამვაის დირექტორად დაინიშნა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 1 ოქტომბერს თბილისის რეალურ სასწავლებელში გამართულ წლიურ აქტზე ისტორიის მასწავლებელმა იაკობ ღულაძემ წაიკითხა მოხსენება „საქართველოს რუსეთთან შეერთებაზე".

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის ოქტომბერში ქალაქ თბილისის გამგეობამ გადაწყვიტა, საბჭოს სხდომაზე გაეტანა ობოლთა სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი, რადგან მ. ა. სულიევს 4-წლიანი ვადა გაუვიდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 1 ოქტომბერს თბილისის მეორე გიმნაზიაში გამართულ ლიტერატურულ დილაზე მოსწავლე ყიფშიძემ წაიკითხა რეფერატი საქართველოს რუსეთთან შეერთებაზე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1 ოქტომბერს თბილისის არტისტული საზოგადოების დარბაზში გაიხსნა კავკასიის ექიმთა საზოგადო კრება, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ბ. ბ. შესტაკოვი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1-ელ ოქტომბერს თბილისის არტისტული საზოგადოების დარბაზში გაიხსნა კავკასიის ექიმთა საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრო 130-ზე მეტი ექიმი. გახსნაზე წაიკითხეს მთავარმართებელ გრიგოლ გოლიცინის მილოცვა და ბოდიში, რომ პირადად ვერ შეძლო დასწრება.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 1-ელ ოქტომბერს თბილისის არტისტული საზოგადოების დარბაზში გაიხსნა კავკასიის ექიმთა საზოგადო კრება, რომელზეც ექიმმა ნ. ა. სახაროვმა წაიკითხა მოხსენება მალარიის შესახებ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 1 ოქტომბერს თბილისის არტისტული საზოგადოების დარბაზში გაიხსნა კავკასიის ექიმთა საზოგადო კრება, რომლის თავმჯდომარედ სამხედრო-საექიმო ინსპექტორი ი. მალინინი აირჩიეს.