რეგისტრირებული ფაქტები87502
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პავლე ბაბუნეიშვილმა ქუთაისში ყოველდღიური გაზეთ „მერცხლის“ გამოცემის ნებართვა ითხოვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კავკავში უჩა დადიანის საქმის გარჩევა დამცველთა თხოვნით გადაიდო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ოზურგეთის მაზრაში მცხოვრებმა მღვდლებმა – მ. სიხარულიძემ, მ. თალაკვაძემ და გ. ურუშაძემ – გუბერნატორის წინაშე შუამდგომლობა აღძრეს ღორის მომშენებელი საზოგადოების დაარსების შესახებ.
1872
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1872 წლის Кавказский календарь-ის მიხედვით, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე რომანოვის მეუღლე იყო მარია ალექსანდრეს ასული ფონ ჰესენ-დარმშტატი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს წრომელებმა ვაყის მებატონე ლუკა ბეგთაბეგოვისგან საქონლის საბალახოდ 25 თუმნად იჯარით აიღეს დოღლაურში მდებარე პატარა ჭალა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თავადმა ალექსანდრე ვახვახიშვილმა თელავის მოსახლეობის სახელით ეკლესიის მოძღვარ სოლომონ ფირანოვს ერთ-ერთი მოსახლის ბავშვის ნათლობის დროს ჰკითხა თუ რატომ აქამდე არ ჰქონდათ გაკეთებული ეკლესიისთვის კანკელი, რომლის თანხა კარგა ხანია მიიღეს მოსახლეობისგან. მცირე სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მღვდელმა ალექსანდრე ვახვახიშვილს მომრიგებელ მოსამართლესთან უჩივლა და მოწმეებად მღვდელი დიმიტრი ხარიტოვი და დიაკვანი ივანე მაისურაძე წარადგინა, თუმცა მოსამართლემ ალექსანდრე ვახვახიშვილი გაამართლა, რადგან მას კითხვის დასმით არც შეურაცხყოფა მიუყენებია მღვდლისთვის და არც ნათლობის რიტუალის ჩატარებაში შეუშლია ხელი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1-ელ იანვარს გასაყიდად უნდა გამოსულიყო გიორგი თუმანიშვილის მიერ შედგენილი წიგნი „ალმანახი“, რომელიც ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებში 2 აბაზად გაიყიდებოდა.
1877
ტიპი: გარდაცვალება
1877 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 11 დეკემბერს გარდაიცვალა ბესარიონ მ-ს ძე ჯაფარიძე.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სტატია თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა გადამწერლის საქმიანობას საქართველოში და რომ მწიგნობარ-გადამწერლები უსტამბობის დროს ერთადერთნი იყვნენ, რომლებიც მწიგნობრობას ავრცელებდნენ საზოგადოებაში. სტატიას თან ერთვის ერთ-ერთი გადამწერლის დავით ალექსის ძე მესხიშვილის ბიოგრაფია.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 12 ოქტომბერს თბილისში, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში გაიცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც მიქაბერიძე უნდა დაენიშნათ სენაკის გამგეობის მმართველად.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 12 ოქტომბერს თბილისში, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში გაიცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ავადმყოფობის გამო სამსახურიდან უნდა დაეთხოვათ კავკასიის მეფისნაცვლის უმთავრესი სამმართველოს მედიცინის დოქტორი და მრჩეველი, ივანე მარკუზოვი.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 3 იანვრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა ერევანზე რუსების 1804 წლის ლაშქრობის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, საქართველოს მთავარსარდალ პავლე დიმიტრის ძე ციციანოვს რაზმში, რომლითაც იგი სპარსთა წინააღმდეგ დაიძრა, 4561 ჯარისკაცი ჰყოლია. სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ მცირერიცხოვანი რაზმით თავდაცვა უფრო რთული იქნებოდა, სპარსთა მიერ რუსეთის სამფლობელოებში ფეხის შემოდგმა კი ბაბა-ხანისა და ალექსანდრე ბატონიშვილის მომხრეების შეგულიანებას გამოიწვევდა. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რუსთა ჯარების მთავარსარდალს გადაუწყვეტია თვითონ დასხმოდა თავს თავის მთავარ მოწინააღმდეგეს და მისი დამარცხებით სხვებისთვისაც გაექრო ამ ომში ჩაბმის სურვილი.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 15 აგვისტოს, რუსთა მიერ ახალციხის აღების დღეს, ახალციხის მხარის მმართველ თედორე კარლის ძე დრეშერნის განკარგულებით ქალაქში ჩატარდა სამი ადგილობრივი ეკლესიის კურთხევის ცერემონია.
1831
ტიპი: ავტორობა
1831 წლის 9 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა თბილისის კომენდანტ კოჩეტოვის განცხადება. კოჩეტოვმა შეატყობინა თბილისში გარდაცვლილი ორმოცდამეორე ესერთა პოლკის პოდპოლკოვნიკის, გვოზდევის მემკვიდრეებს, რომ ექვსი თვის განმავლობაში მათ შეეძლოთ მიეღოთ გარდაცვლილის აუქციონზე გაყიდული ქონებიდან შემოსული 250 რუბლი და 72 კაპიკი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ხატისოვმა უდეპეშა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს, რომ ორდუბატისა და ნახიჩევანის მუსულმანები ხალილ-ბეისა და ხალილ-ფაშას ხელმძღვანელობით თავს დაესხნენ სომხეთის სოფელ გოსტანს. მისი ცნობით, სოფელ აკულისს ალყა ჰქონდა შემორტყმული, მცხოვრებნი დახოცეს, შეტევა გრძელდებოდა.

