რეგისტრირებული ფაქტები89466
სორტირება თარიღი კლებადობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ხმოსან ა. ს. ბაბოვის მიერ წარდგენილი სკოლის პროექტი ქალაქის სასწავლებელთა გამგე-კომისიას 1 ნოემბერს უნდა განეხილა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 28 ოქტომბერს გორის ეპისკოპოსმა კირიონმა აკურთხა განახლებული არმაზის ღვთისმშობლის პატარა ეკლესია სოფელ მცხეთასთან.
1901
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა 1901 წლის 28 ოქტომბრის კრების დაწყებამდე ნიკო ცხვედაძის წინადადებით ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს განსვენებულ გიორგი ღოღობერიძეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 28 ოქტომბერს ყოვლად სამღვდელო კირიონმა სამღვდელოთა თანამსახურებით მცხეთასთან მდებარე არმაზის ღვთისმშობლის სამლოცველო აკურთხა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11615.69 მან., სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1299.13 მანეთი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოების ფინანსური ბრუნვა 22519.82 მანეთს შეადგენდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 31-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით 3805.36 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 31-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და სხვები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 23-დან 27 ოქტომბრამდე საზოგადოებას 22519.82 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 31-ე სხდომას დაესწრნენ: გრიგოლ ყიფშიძე, იაკობ გოგებაშვილი და სხვები.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
სტეფანე არამის ძე მხითარიანცი დაიბადა 1901 წლის 27 ოქტომბერს ქ. თბილისში.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 ოქტომბერს გამართული ქალაქ ფოთის საბჭოს სხდომის თავმჯდომარე იყო ნიკო ნიკოლაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 ოქტომბერს თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში გამართულ მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების განყოფილების პირველ სხდომაზე ექვთიმე თაყაიშვილმა წაიკითხა მოხსენება ქართული არქეოლოგიური ნაშთების შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე ქალაქ თბილისის გამგეობამ განიხილა ქალაქის მოურავად ნამყოფი, აწ გარდაცვლილი, გიორგი ევანგულოვის შუამდგომლობა თბილისის დედათა პირველი გიმნაზიის პირდაპირ, ერევნის მოედანზე, ბაღის გამართვის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ოქტომბერს ბეითლების კრებაზე (თავმჯდომარე – რემერი) განიხილეს საქონლის ჭირთან ბრძოლის საკითხები.

