რეგისტრირებული ფაქტები92217
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ორგანიზაცია
1888 წლის 27 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქუთაისის მესამე განყოფილების ხმოსნები იყვნენ: ვარლამ ივანეს ძე ჭილაძე, იოსებ აბზიანიძე, იოსებ მურადოვი, დ. ვ. მიქიევი, დავით ნიკოლოზის ძე აბდუშელიშვილი, დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძე, სეფე ივანეს ძე მხეიძე, პეტრე ანტონის ძე ფირალოვი, ს. ფ. ალერწიანი, ბესიკ ვასილის ძე ლოსაბერიძე, დიმიტრი მიხეილის ძე ბახტაძე.
1888
ტიპი: ორგანიზაცია
1888 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის წევრობის კანდიდატები იყვნენ: მათე ნიკოლაძე, ვასილ სტეფანოვი, დავით ბესარიონის ძე მიქიაშვილი და ივანე სიმონის ძე მესხი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ დიმიტრი გიორგის ძე მაჭუტაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა ხელნაწერი წიგნი „ცხოვრება და მოქალაქეობა და იგავნი გონება მახვილის ესოპისა“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ქუთაისიდან მიიღეს შეტყობინება, რომ ქართულ თეატრს ძალიან კარგად ხელმძღვანელობდა კოტე მესხი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ახალმა მსახიობმა ნაკაშიძემ შესანიშნავად გამოავლინა კომიკური ნიჭი სპექტაკლში „ესპანელი აზნაური“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგებლობით კახეთში გაიხსნებოდა ახალი სკოლა, რომელსაც ნინო ანდრონიკაშვილი შესწირავდა ერთი სკოლის საკმარის შესაწირს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 29 იანვარს თბილისის საკომერციო კლუბის დარბაზში გაიმართებოდა აკაკის „კინტო“ სამმოქმედებად და ასევე ერთი სცენა შილერის ტრაგედიიდან „ავაზაკნი“.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ს. ბასტამოვს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის მიუწოდებია ცნობები სამტყუპზე მშობიარობის შესახებ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 30 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გიორგი ქართველიშვილის განცხადებით „სურათებიანი ვეფხისტყაოსნის“ გამოცემა დაპირებისამებრ იანვრის პირველ რიცხვებში გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა და იმედს გამოთქვამს რომ აპრილის დასაწყისში დაიბეჭდებოდა წიგნი.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 29 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს მეთერთმეტე და მეთორმეტე ნომერი სამეურნეო საზოგადოების ორგანოს „Труды Кавказскаго Обшеста сельскаго хозяйства“. წიგნის სათაურში გამოქვეყნებულია ნეკროლოგი დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანისა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მამუკა ვახუშტის ძე აბულაძეს გადასახდელი ჰქონდა 529 მანეთი და 73 კაპიკი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ მიხეილ სერგის ძე შახ-პარონიანცი იყო 4 აპრილის ხსოვნის აღსანიშნავად თბილისში დაარსებული სამკურნალო დაწესებულების დირექტორი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ არნოლდ თევდორეს ძე მორიცი იყო თბილისის მაგნიტური ობსერვატორიის დირექტორი.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 29 იანვარს ნიკო გელაძემ ამხანაგებთან ერთად სატივეს ზემოდან ყინულის ჭრის დროს პატარა ზარბაზანი იპოვა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ გ. ვ. გურკომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას მიაწოდა ცნობები დერბენტული ოპიუმის შესახებ.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ა. ფ. მენტოვმა კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას წარუდგინა ნაგორნის ოლქის მედიკო-ტოპოგრაფიული აღწერილობა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ არნოლდ თევდორეს ძე მორიცს უწარმოებია მეტეოროლოგიური დაკვირვება 1868 წლის მარტიდან 1869 წლის მარტამდე.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ივანე სტეფანეს ძე ხატისოვს სახლი ჰქონდა თბილისში, სოლოლაკის ქუჩაზე.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ რუსეთის ხანძრისგან დაზღვევის საზოგადოების აგენტი თბილისში იყო მორიც გრიგოლის ძე ექსელბირტი.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ რუსეთის ხანძრისგან დაზღვევის საზოგადოების აგენტი მორიც გრიგოლის ძე ექსელბირტი აზღვევდა ყველანაირ უძრავ და მოძრავ ქონებას თბილისსა და კავკასიის სხვა რეგიონებში.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ რუსეთის ხანძრისგან დაზღვევის საზოგადოების აგენტი თბილისში მორიც გრიგოლის ძე ექსელბირტი ცხოვრობდა სურგუნოვის სახლში, ერევნის მოედანზე.

