რეგისტრირებული ფაქტები87487
სორტირება თარიღი კლებადობით
1901
ტიპი: თანამდებობა
1901-02 წლებში ნიკოლოზ იესეს ძე გაბელაშვილი წყნორის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით სოხუმის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების ფოსტალიონი ეპიფანე მიქაბერიძე სამსახურიდან დაითხოვეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების ფოსტალიონი დავით ზაალიშვილი ოჩამჩირის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებაში გადაიყვანეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით სამსონ ბოკუჩავა სოხუმის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების ფოსტალიონად დანიშნეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ბაქოს გუბერნიის საერო სასწავლებლის დირექტორი თხორჟევსკი თბილისში ჩამოვიდა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ბათუმის სამაზრო ხაზინის ხაზინადარი ეგნატე გედევანიშვილი ავადმყოფობის გამო მისი თხოვნის თანახმად სამსახურიდან დაითხოვეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს საგუბერნიო ადმინისტრაციის განკარგულებით შეიქმნა განსაკუთრებული კომისია, რომლის თავმჯდომარე იყო გუბერნიის ექიმის თანაშემწე გიორგი ბროძელი.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოტოგრაფიის გამგე ტარასი მომცემლიძემ სწავლის გაგრძელების სურვილის გამო ფოტოგრაფიას თავი დაანება.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ვასილ თუმანიშვილმა ქართველი სტუდენტებისათვის კიევში 105 მანეთი და 50 კაპ. გაგზავნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს საძეხვეს (პუშკინის ქ.) პატრონ ქ. ბ. კობზონს მომრიგებელმა მოსამართლემ სანიტარული წესის დარღვევისათვის ჯარიმის, 30 მანეთის, გადახდა დააკისრა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კიევის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად თანხა გაიღეს კონსტანტინე პავლეს ძე თუმანიშვილმა და დავით ხელთუფლიშვილმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისის გუბერნიის ექიმის თანაშემწე გიორგი ბროძელის თავმჯდომარეობით კომისიამ დაიწყო მინერალური წყლების ქარხნების დათვალიერება.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების ფოსტალიონი მაქსიმე ნადირაძე თავისი თხოვნით გათავისუფლდა სამსახურიდან.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით კავკასიის სარეზერვო არტილერიის ბრიგადის პირველი დივიზიონის უფროსი ილია მაკარაშვილი წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1901
ტიპი: მფლობელობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით 259-ე ქვეითთა სარეზერვო გორის პოლკის პოდპოლკოვნიკი ივანე მაყაშვილი წმ. ანას მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით 39-ე არტილერიის პოლკის უფროსი ტარიელ ჯავრიშვილი წმ. ანას მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით კავკასიის გრენადერთა მე-2 საარტილერიო ბრიგადის ბატალიონის უფროსი ნიკოლოზ ავალიშვილი წმ. ანას მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით გროზნოს 253-ე სარეზერვო ბატალიონის კაპიტანი ვალერიან წიკლაური წმ. ანას მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კიევის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად თანხა გაიღეს ალექსანდრე სიმონის ძე საყვარელიძემ, ვლადიმერ ზურაბის ძე ჩაჩიბიამ, სერგი ლუკას ძე ბახტაძემ და ვ. ა. დემიდოვმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის კაპიტანი ივანე ნიკოლოზის ძე ყაზბეგი წმ. ანას მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით კაპიტანი კონსტანტინე გამყრელიძე წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს თბილისის გუბერნიის სამმართველოს კანცელარიის მოხელე კონსტანტინე თულაშვილი სამმართველოს საქმის მწარმოებლის თანაშემწედ დაინიშნა.

