რეგისტრირებული ფაქტები87494
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1865
ტიპი: ღონისძიება
1865 წელს თბილისში დაარსდა სამმართველო, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა იმ ადამიანების არჩევა, რომლებიც სოფლებში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებდნენ. სამმართველოში უნდა აერჩიათ: სოფლის მამასახლისები, მათი თანაშემწეები და სოფლის მსაჯულები. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა ჩოლოყაშვილი.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 23 სექტემბერს მიხეილ რომანოვის ბრძანებით კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს სახელმწიფო ქონების დეპარტამენტის დირექტორი ვიტტე დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მრჩეველად. იგი იმავდროულად დარჩა წინა თანამდებობაზეც.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 12 ოქტომბერს თბილისში, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში გაიცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, სენაკის გამგეობის მმართველი ბიკოვი უნდა გადაეყვანათ ფოთში, რათა იქ გაეგრძელებინა მუშაობა.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 12 ოქტომბერს თბილისში, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში გაიცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ქონების დეპარტამენტის აგრონომი სერებრიაკოვი დროებით დაითხოვეს სამსახურიდან.
1866
ტიპი: მფლობელობა
1866 წელს მიხეილ რომანოვის ნებით სპეციალური მედალი გადასცეს კოტატი ხვიტიას. მედალზე დატანილი იყო სიტყვები: „სიკვდილისგან გამოხსნისათვის“.
1866
ტიპი: მფლობელობა
1866 წელს მიხეილ რომანოვის ნებით კონსტანტინე ჩიქოვანს გადასცეს სპეციალური მედალი, რომელზეც ეწერა: „სიკვდილისგან გამოხსნისათვის“.
1866
ტიპი: მფლობელობა
1866 წელს მიხეილ რომანოვის ნებით სპეციალური მედალი გადასცეს ალექსანდრე შოშიევს. მედალზე დატანილი იყო სიტყვები: „სიკვდილისგან გამოხსნისათვის.”
1866
ტიპი: მფლობელობა
1866 წელს მიხეილ რომანოვის ნებით სპეციალური მედალი გადასცეს გრიგოლ ალიბეგოვს. მედალზე დატანილი იყო სიტყვები: „სიკვდილისგან გამოხსნისათვის.”
1866
ტიპი: მფლობელობა
1866 წელს მიხეილ რომანოვის ნებით სპეციალური მედალი გადასცეს ალი ასკეროვს. მედალზე ეწერა: „სიკვდილისგან გამოხსნისათვის.”
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლიდან მიხეილ რომანოვის ბრძანებით ქუთაისის საგუბერნიო გიმნაზიის პანსიონისთვის სახელმწიფოს ხაზინიდან დამატებითი თანხა უნდა გამოყოფილიყო.
1866
ტიპი: მფლობელობა
1866 წელს თბილისში იყიდებოდა კონდრატენკოს სახლი და მიწის ნაკვეთი. ფასის გაგება შეიძლებოდა „დროების“ რედაქციაში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელ კრებაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრად დაინიშნა რაჟდენ არსენიძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებული ალ. საღარეიშვილის სტატიის მიხედვით, სოფ. თამაკონში 900 ოჯახი ცხოვრობდა.

