საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87489

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ოდესის უნივერსიტეტში პროფესორ ბ. იაკუბოვიჩის ნაცვლად თანამდებობაზე პროფესორი სვიმონ კონსტანტინეს ძე გოგიტიძე დანიშნეს. იაკუბოვიჩის გადაყვანის გამო სტუდენტებმა პროტესტი გამოაცხადეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ი. დათებაშვილის მიერ შეკრებილი ლექსები და კონსტანტინე გვარამაძის მიერ მესხეთში შეკრებილი ანდაზები ახალ სენაკში,კონსტანტინე თავართქილაძის სტამბაში დაიბეჭდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივ. ცნობილაძის კომედიას „მოტყუილებულნი“ კავკასიის სცენებზე წარმოდგენის ნება დართეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 ივნისს შიო დედაბრიშვილმა განათლებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტებს მთავარი გამგეობის სახელით მისწერა, რომ სენაკისა და ბორჯომის გამგეობებისთვის დაუყოვნებლივ დაებრუნებინათ ადგილობრივი რევოლუციური კომიტეტების მიერ ჩამორთმეული ქონება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 10 ივნისს ოლღა ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მისწერა, რომ განათლების კომისარიატის წევრებმა სენაკის გამგეობასთან შეუთანხმებლად გასცეს ბიბლიოთეკისა და საქსოვი სახელოსნოს მუშაობის ნებართვა. 

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 10 ივნისს ოლღა ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მისწერა, რომ სენაკის გამგეობას კუთვნილი ქონება ჩამოართვეს. დაიკეტა სახალხო ბიბლიოთეკა-სამკითხველო. მუშაობა შეჩერდა საქსოვ სახელოსნოსა და წიგნის მაღაზიაში. რევოლუციურმა კომიტეტმა ეს ქონება სახელმწიფოს საკუთრებად გამოაცხადა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 10 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატამ ქუთაისის მდაბიო მოქალაქეთა მამასახლისი ისმაილ პავლეს ძე გოგოლაშვილი გაამართლა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ისმაილ პავლეს ძე გოგოლაშვილი ქუთაისის მდაბიო მოქალაქეთა მამასახლისი იყო.

1899

ტიპი: განათლება

1899 წლის 4 ივლისის გაზეთ „კვალის“ ცნობით, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძემ ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სიღნაღში ცნობილი ყაჩაღი ფიროსმანიშვილი შეიპყრეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის მდაბიო მოქალაქეთა მამასახლისს, ისმაილ პავლეს ძე გოგოლაშვილს ს. ფაღავას მოკვლის განზრახვა ედებოდა ბრალად.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის სააზნაურო გიმნაზიის გამგეს, იოსებ ივანეს ძე ოცხელს მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილისაგან ილია ჭავჭავაძის თხზულებების გამოცემაზე ხელმოწერა ჰქონდა მინდობილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილი მევენახეობისა და მეღვინეობის ზედმიწევნით შესასწავლად ხშირად მოგზაურობდა ავსტრიაში, იტალიაში, ესპანეთში, ალჟირსა და სხვა ქვეყნებში.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, 15 ოქტომბერს გრაფი ილარიონ ივანეს ძე ვორონცოვ-დაშკოვი პეტერბურგიდან თბილისში უნდა ჩამოსულიყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ გაბრიელის ძე ფრუიძე ლეჩხუმის გლეხთა რწმუნებული იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, შამშე კონსტანტინეს ძე ლეჟავა ექიმი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ექიმ შამშე კონსტანტინეს ძე ლეჟავას სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობას აბრალებდნენ.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 8 ოქტომბერს კავკასიის სამხედრო საოლქო სასამართლომ შამშე კონსტანტინეს ძე ლეჟავა გაამართლა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 ოქტომბერს ქუთაისში ანტონ აბულაძეს სახლის წინ დატოვებული სკამი მოჰპარეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 ოქტომბერს ქუთაისში კოლა ღოღობერიძეს წყლით სავსე ჭური მოჰპარეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 27 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად ადგილობრივ თეატრში საღამო უნდა გაემართა. საღამოს ეკატერინე გაბაშვილისა უნდა დასწრებოდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ივლისში გაზეთ „კვალის“ რედაქციამ კონსტანტინე გვარმაძის მიერ მესხეთში შეკრებილი „მესხური ანდაზები და გამოცანები“ მიიღო. წიგნში დაბეჭდილი იყო 600 ანდაზა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 ოქტომბერს ქუთაისში მევენახეობისა და მეღვინეობის კომიტეტი უნდა გახსნილიყო. კომიტეტის უფროს სპეციალისტად კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილს ნიშნავდნენ.

1912

ტიპი: განათლება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილს მევენახეობა და მეღვინეობა რუსეთსა და საფრანგეთში ჰქონდა შესწავლილი.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლის 16 მარტიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობას რევოლუციურმა კომიტეტმა კუთვნილი ქონება ჩამოართვა. სენაკის ბიბლიოთეკა-სამკითხველო კი განათლების კომისარიატის განკარგულებაში გადავიდა. ფაქტი ხელმოწერით ოლღა ხოფერიამ დაადასტურა.