რეგისტრირებული ფაქტები93566
სორტირება თარიღი კლებადობით
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს სოლომონ ყარალაშვილი მისი უდიდებულესობა მეფისნაცვლის მოადგილის ობერ-ოფიცრად დაინიშნა კავკასიაში.
1906
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე ზაქარიაძე 1906 წელს წმინდა ანას IV ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
პოლიტიკური დევნის თვიდან ასაცილებლად ლეო კერესელიძე 1906 წლიდან წავიდა ემიგრაციაში და ცხოვრობდა ჟენევაში.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ზაქარია ყიფშიძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა სტანისლავის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის 1906 წელს გიორგი ერისთავი წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს იოსებ როინიშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906-1908 წლებში ილია ოდიშელიძე აღმოსავლეთ ციმბირის მე-3 მსროლელი პოლკის მეთაური იყო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 30 დეკემბერს ყვირილის ხაზინიდან სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანის მონაწილეობით 200 000 მანეთი გაიტაცეს.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წელს, როცა ხალხი დამარცხდა და ალიხანოვ-კრილოვებმა საქართველო აიკლეს დავით ქარცივაძე შეიპყრეს და გაუსამართლებლად დახვრეტა მოუნდომეს. მეფის მოადგილის წინაშე გავლენიან პირთა ჩარევამ გადაარჩინა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 დეკემბერს, დღის პირველ საათზე, ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში დიმიტრი სოლსკის კომისიის სხდომას დაესწრო, სადაც სახელმწიფო სათათბიროში კავკასიის მხარის დეპუტატთა არჩევის წესები განიხილეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 23 დეკემბერს რუსეთის იმპერიის მინისტრთა კომიტეტის საქმეთა მმართველმა ნოლდემ პეტერბურგში მივლინებით ჩასულ ილია ჭავჭავაძეს სთხოვა, რომ 24 დეკემბერს დიმიტრი სოლსკის კომისიის სხდომას დასწრებოდა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 20 დეკემბერს ჯიქთუბნის წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესიის მღვდელი სერგო ათანასეს ძე კალაძე გარდაიცვალა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 19 დეკემბერს პეტერბურგში მივლინებით წასულმა ილია ჭავჭავაძემ სახელმწიფო კანცელარიიდან მიიღო შეტყობინება, რომ 20 დეკემბერს დიმიტრი სოლსკისთან შესახვედრად მარიის სასახლეში გამოცხადებულიყო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 19 დეკემბერს პეტერბურგში მივლინებით წასულმა ილია ჭავჭავაძემ სახელმწიფო კანცელარიიდან მიიღო შეტყობინება, რომ 20 დეკემბერს მარიის სასახლეში დიმიტრი სოლსკისთან შესახვედრად უნდა მისულიყო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 19 დეკემბერს თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობის წინ, დავრიშევი, ყანჩელი და ანჯაფარიძე თავს დაესხნენ პოლიციის უფროს მარტინოვს.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 3 საპატიო და 180 ნამდვილი წევრი დაემატა, 2 ნამდვილი წევრი კი გამოაკლდა. საზოგადოების 1906 წლის ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 12 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პეტრე კრაველოვს რკინიგზის სადგურზე მუშაობის დროს ფეხზე რკინა დაეცა და დაშავდა.

