საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83765

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბათუმიდან ჯარი გადიოდა, თუმცა ამის შესახებ იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუფრთხილებია.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს რობერტ ბლეიკი თბილისის ინდოევროპული ტელეგრაფის სადგურის ხელმძღვანელი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლიდან ქართული გიმნაზიის უფროსი კლასები მეხუთედან მერვემდე მესამე ტექნიკუმად იწოდებოდა. მისი გამგე იყო სეით იაშვილი, მოადგილე – პ. კვირკველია. შენობა მდებარეობდა ყოფილ სახელოსნო სასწავლებელში, ბებუთოვის (ენგელსის) ქ. N50-ში მდებარეობდა.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901-1902 სასწავლო წელს ქართულ გიმნაზიაში მივიდა კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 მარტს გრიგოლ მაისურაძემ ოლივერ უორდროპს მისწერა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ძველ გამოცემას მიაკვლია, მაგრამ უფულობის გამო ვერ ყიდულობდა. სთხოვა, დაინტერესების შემთხვევაში სწრაფად მიეწერა მისთვის, რომ წიგნი არ დაეკარგა.

1940

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1940 წლის 19 ოქტომბერს სამი წელი შესრულდა, რაც თამარ შარაშიძე-ქარცივაძე ყაზახეთში გადასხლებაში იმყოფებოდა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 21 აპრილს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომის განხილვის საგანი იყო 1922 წელს საზოგადოების გამოცემული წიგნების ანგარიში. კომისიამ დაადგინა, 23 აპრილს, 12 საათზე, მოეწვია მორიგი სხდომა ანგარიშის განსახილველად, რომელსაც ყველა წევრი დაესწრებოდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 მარტს გრიგოლ მაისურაძემ ოლივერ უორდროპს გაუგზავნა „ყარამნიანი“ და მისწერა, რომ იყო სხვა ძველი წიგნებიც, რომელთა შეძენასა და მასთან გაგზავნას უსახსრობის გამო ვერ ახერხებდა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 24 იანვარს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე 1922 წლის 15 ნოემბრიდან პირველ იანვრამდე შედგენილი საზოგადოების ოქმები წაიკითხეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 23, 24, 25, 26 და 27 აპრილს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომებზე განიხილეს წიგნის მაღაზიის შემოსავლების დავთარი და შეადარეს ნავაჭრ თანხას.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 27 აპრილს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომის დადგენილებით შემდეგი სხდომა დაინიშნა 3 მაისს, 3 საათზე.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 7 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 ივლისს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომის დადგენილებით, კომისიას სხდომა თვეში ორჯერ, ორშაბათობით, უნდა ჰქონოდა. საგანგებო კრებას საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარე დანიშნავდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 ივლისს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომის დადგენილებით, მომდევნო სხდომა პარასკევს, 21 ივლისს, 7 საათზე უნდა გამართულიყო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 4 აგვისტოს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომის დადგენილებით საზოგადოების გამგეობას ყურადღება უნდა მიექცია წიგნების გამოცემის საქმისთვის. წიგნების ბეჭდვა საზოგადოებისთვის შემოსავლის წყარო და გამოცოცხლების გზა იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში ს. ა. ალიბეგოვს ჭრა-კერვის ექვსთვიანი კურსები ჰქონდა გამართული.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 18 აგვისტოს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე მოისმინეს საზოგადოების გამგეობის მიმდინარე თვის დადგენილებები.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 იანვარს სოსიპატრე ასათიანი ლეჩხუმში მსაჯულად დაინიშნა

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 4 აგვისტოს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე და გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 18 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 18 აგვისტოს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომის დადგენილებით, საზოგადოების წიგნის მაღაზიებში ფასები უნდა გაზრდილიყო. ამ საქმიანობაში მონაწილეობას სარევიზიო კომისიის წევრებიც მიიღებდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, რაჟდენ ჩხეიძემ ზესტაფონის არჩევნები გაასაჩივრა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის შვებულებაში გასვლის საკითხი განიხილეს.