რეგისტრირებული ფაქტები93112
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 6 დეკემბერს ზაქარია ყიფშიძე 1-ლი კავკასიური მსროლელი ბრიგადის საინტენდანტო სამსახურის უფროსად დაინიშნა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ზაქარია ყიფშიძემ კავკასიის მე-3 დრუჟინაში დაიწყო სამხედრო სამსახური.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890-იან წლებში ზაქარია ყიფშიძემ გორის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, თუმცა, საბოლოოდ სამხედრო კარიერა აირჩია.
1873
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ზაქარია ყიფშიძე დაიბადა 1873 წლის 22 მარტს თბილისის გუბერნიის გორის მაზრის სოფელ საღოლაშენში.
1943
ტიპი: ღონისძიება
1943 წლის 23 ნოემბერს ლეო კერესელიძის გარდაცვალებასთან ერთად განადგურდა მისი უნიკალური ბიბლიოთეკა და პირადი არქივი.
1943
ტიპი: გარდაცვალება
ლეო კერესელიძე გარდაიცვალა 1943 წლის 23 ნოემბერს, მოკავშირეთა ავიაციის მიერ ბერლინის ერთ-ერთი პირველი დაბომბვის დროს.
1942
ტიპი: ორგანიზაცია
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1942 წელს, ლეო კერესელიძე მონაწილეობდა გრაფი შულენბურგის (გერმანიის პოლიტიკური მისიის წარმომადგენელი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდში გერმანიის ელჩი საბჭოთა კავშირში) მიერ მოწვეულ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად „პოლიტიკური კომიტეტისა” და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის შექმნაში.
1926
ტიპი: ორგანიზაცია
1926-1939 წლებში შალვა ბერიძის, მიხაკო წერეთლის, ლეო კერესელიძის და სხვათა ჩამოყალიბებული ორგანიზაცია „თეთრი გიორგი“ გამოსცემდა გაზეთს „თეთრი გიორგი“, რომელშიც პატრიოტული ხასიათის სტატიები იბეჭდებოდა.
1925
ტიპი: ორგანიზაცია
1925 წელს შალვა ბერიძის, მიხაკო წერეთლის, ლეო კერესელიძის და სხვათა ჩამოყალიბებულ ორგანიზაციას „თეთრი გიორგი“ ჰქონდა საკუთარი გერბი, ჰიმნი, დროშა. ორგანიზაციის მიზანს კი, ქართველი ერის გათავისუფლება წარმოადგენდა რუსეთის მონობისგან.
1925
ტიპი: ორგანიზაცია
ლეო კერესელიძემ 1925 წელს შალვა ბერიძესთან, მიხაკო წერეთელთან და სხვებთან ერთად ჩამოაყალიბა მემარჯვენე-ნაციონალისტური ორგანიზაცია „თეთრი გიორგი”.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტის შემდეგ ლეო კერესელიძე ცხოვრობდა ჯერ კონსტანტინოპოლში, ხოლო შემდეგ გერმანიაში, ბერლინში.
1923
ტიპი: გარდაცვალება
1923 წლის მაისში „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად ბოლშევიკებმა იასონ კერესელიძეც დააპატიმრეს და სხვა 14 ქართველ პატრიოტთან ერთად დახვრიტეს.

