საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93566

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს, ისეთ სარისკო საქმეში, როგორიც თედო სახოკიას მიერ არალეგალური გაზეთების საქართველოში შემოტანა იყო, ყველაზე მეტად სითამამე ფასობდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს თედო სახოკიას შეფასებით, სხვადასხვა ხრიკის მეშვეობით პარიზში არალეგალურად დაბეჭდილი გაზეთის „საქართველო“ შემოტანა სამშობლოში ბევრად მარტივი საქმე იყო, იმასთან შედარებით, რაც მას შემდგომში რევოლუციის პერიოდში ევალებოდა.

1905

ტიპი: განათლება

1905 წელს ილია გიორგის ძე ფირცხალაიშვილმა ოდესის უნივერსიტეტში საექიმო ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905-06 წლებში თევდორე ზურაბის ძე ღლონტი ლანჩხუთში მკითხველთა წრეებს ხელმძღვანელობდა.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წელს ტუბერკულიოზით დაავადებული ირაკლი (კაკი) წერეთელი იძულებული გახდა, ქუთაისში დაბრუნებულიყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს იოსებ პავლეს ძე გობეჩიამ მონაწილეობა მიიღო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ახლად აღორძინებულ ორგანიზაციათა განმტკიცებაში.

1905

ტიპი: ღონისძიება

ნიკოლოზ სამსონის ძე ჩხეიძე 1905 წლის რევოლუციაში მონაწილეობდა.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წელს გიორგი ალექსანდრეს ძე გაგლოევი მანიფესტით გაათავისუფლეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე ნინუა თოფის ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 30 აგვისტოს თბილისში განლაგებულ კაზაკთა რაზმებს სიმონ ტერ-პეტროსიანის, ილიკო ჭაჭიაშვილისა და ვანო კალანდაძის მიერ დამზადებული ბომბები ესროლეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ნებიერიძე შტრაიკბრეხერების წინააღმდეგ გაფიცვებში აქტიურად მონაწილეობდა.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წელს ქიმიკოსი ალექსანდრე გაბუნია სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი იყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს სოციალ-ფედერალისტურმა პარტიამ ქიმიკოსი ალექსანდრე გაბუნია მაკედონიაში გაგზავნა მაკედონური სისტემის ყუმბარების დამზადების შესასწავლად.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წელს ილიკო იმერლიშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო და ტერორისტულ მოძრაობაში მონაწილეობდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილიკო იმერლიშვილი მეგობრობდა გურულ ფირალებსა და ტერორისტებთან, განსაკუთრებით ერასტი ჯორბენაძესთან.

1905

ტიპი: ღონისძიება

ყვირილის ხაზინის ერთ-ერთმა მძარცველმა არსენ ქარსიძემ დაკითხვაზე პოლიციას უამბო, რომ 1905 წელს თბილისის გუბერნიაში შეიქმნა ავტოკეფალისტების პარტია, რომელიც საქართველოს ეკლესიის რუსულისგან გამოყოფას მოითხოვდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს გურულებმა შექმნეს გურიის რესპუბლიკა და პრეზიდენტად ბენია ჩხიკვიშვილი აირჩიეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს, მთავრობის მხრიდან გატარებული რეპრესიების მიუხედავად, სახალხო მოძრაობამ, რომელშიც თევდორე კიკვაძეც იყო გაწევრიანებული, გურიაში მწვერვალს მიაღწია.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს ჯაყელი იყო ჟანდარმთა პოლკოვნიკი ბათუმში.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წელს გიორგი ჭოღოშვილი იყო სოციალ-დემოკრატიული ბიუროს წევრი.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წელს ალიოშა წუწუნავა არ იყო სოციალ-დემოკრატიული ბიუროს წევრი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს იონა მეუნარგია იყო ქუთაისში გამართული საგუბერნიო საერობო თათბირის მდივანი.