რეგისტრირებული ფაქტები90434
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს, ვალერიან შალიკაშვილის წასვლის შემდეგ, დავით გამყრელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულ კომიტეტში რეჟისორად მუშაობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ნოემბერს ქუთაისში უნდა გაემართათ შორაპნის მაზრის შავი ქვის მრეწველთა კრება აბრამ გრიგოლის ძე ცეიტლინის თავმჯდომარეობით.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბაქოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შენობაში გამართულ საკვირაო სკოლაში 28 ოქტომბერს დაიწყო სწავლა. პირველ და მეორე ჯგუფებში ალ. წულუკიძისა და მარიამ ჩიხლაძე ასწავლიდნენ.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილების ეგზეკუტორი იყო კოლეგიის მდივანი ივანე სიმონის ძე კონშენკო.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 4 ნოემბერს გამოძიებაში მყოფი მინადორა კუჭუხიძისა ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან გაგზავნეს ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოში, სადაც მისი საქმე ოლქის სასამართლოს უნდა განეხილა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის მარტში თბილისის სარევიზიო კომისიის წევრებმა ი. გ. მელიქოვმა და გ. მ. კოლუბანსკიმ შეიტყვეს, რომ დუქნებში ვაჭრები შეუმოწმებელ და დაუბეჭდავ სასწორის ქვებს ხმარობდნენ, რითაც მყიდველებს ზარალს აყენებდნენ. მათ აგენტებს უბრძანეს, ყურადღება მიექციათ ვაჭრებისთვის, რომ ყალბი სასწორებით ვაჭრობა აღარ გაგრძელებულიყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს კოლეგიის მრჩეველი, თავადი გიორგი ოსიპის ძე ბებუთოვი იმერეთის ვიცე-გუბერნატორის მრჩეველი იყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს გენერალ-მაიორ ვასილ სიმონის ძე სოტნიკოვის დაქვემდებარებაში იყო კოლეგიის უფროსი მდივანი, თავადი იესე ადამის ძე ანდრონიკოვი.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 4 ნოემბერს გამოძიებაში მყოფი ბიქტორ ლაზარია ქალაქის საგუბერნიო სატუსაღოდან ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოში გაგზავნეს.
1907
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1907 წელს სიმონ დოღონაძე იაზიკოვის განკარგულებით სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრობისთვის გაგზავნეს ციმბირში, საიდანაც თავისი ნებით დაბრუნდა და მალულად ქუთაისში განაგრძო ცხოვრება.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს თბილისის გუბერნიის ხაზინადრის ტიტულოვანი მრჩეველი იყო თავადი გიორგი შიოს ძე თუმანოვი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბრის ბოლოს დანიშნული გრიგოლ კონსტანტინეს ძე აბაშიძისა და მკვლელობაში ბრალდებული მოდებაძის საქმე განსახილველად 7 იანვრისთვის გადაიდო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე შარაშიძემ ნიკო ნიკოლაძესთან ერთად სარწყავი არხები გააყვანინა, რითაც დიდად დაეხმარა ხონსა და მის ახლომდებარე სოფლებს.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ ყარამან გუმბერიძისა და ფილიპე გიორგაძის საქმე დაამტკიცა. მათ ოლქის სასამართლოსგან სხვადასხვა ვადით კატორღა ჰქონდათ მისჯილი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის სექტემბრიდან ვლადიმერ გეგეჭკორს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულ კომიტეტში საბუღალტრო საქმის წარმოება ევალებოდა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ ილია ლომთათიძის საქმე დაამტკიცა. მას ოცი წლის კატორღა ჰქონდა მისჯილი.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 30 ოქტომბერს სასამართლომ განიხილა შიხი ტუსიშვილის, ლევან აბელის ძე ანდრონიკაშვილის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ბარათაშვილის, პაატა გედევანიშვილისა და მიხეილ კონსტანტინეს ძე მუხრანსკის საქმე. მათ ბრალად ეკატერინა პამპალოვის მოტაცება ედებოდათ.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ოპოჩინინი და ჩემესოვი ეკატერინა პამპალოვის მოტაცების საქმეზე დაკავებული შიხი ტუსიშვილის ადვოკატები იყვნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 6 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა დადგა ოთხმოქმედებიანი კომედია „ციმბირელი“, რომელშიც მთავარ როლებს მაკო საფაროვა და ვასო აბაშიძე ასრულებდნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული სპექტაკლების „ციმბირელი“ და „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგ“ რეჟისორი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი იყო, ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.
1896
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1896 წლის ოქტომბერში ეკატერინა პამპალოვისამ პროკურორს განუცხადა, რომ შიხი ტუსიშვილს ცოლად თავისი ნებით გაჰყვა.

