საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87441

1817

ტიპი: ღონისძიება

1817 წლის 14 მაისს მთავარეპისკოპოსი დოსითეოზი გადააყენეს მის მიერ საქართველოში დაკავებული ყველა თანამდებობიდან და მოსკოვში იხმეს.

1829

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც მიეძღვნა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. სტატიის მიხედვით, 1829 წელს მთავარეპისკოპოს დოსითეოზს სამშოლოში დაბრუნების ნება დართეს.

1829

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც მიეძღვნა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, საქართველოს ეგზარქოს იონას განკარგულებით განსვენებული მთავარეპისკოპოსი დოსითეოზი 1829 წლის 21 ნოემბერს გადაუსვენებიათ მიძინების საკათედრო ტაძარში.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. სტატიის მიხედვით, საქართველოს ეგზარქოს იონას დაუნიშნავს მთავარეპისკოპოს დოსითეოზის დაკრძალვის დღე – 1829 წლის 23 ნოემბერი.

1829

ტიპი: ღონისძიება

1829 წლის 21 ნოემბერს საქართველოს ეგზარქოსმა, მიტროპოლიტმა იონამ მიძინების საკათედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადა განსვენებული მთავარეპისკოპოსის, დოსითეოზის სახელზე.

1829

ტიპი: გარდაცვალება

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ მთავარეპისკოპოსი დოსითეოზი 1829 წლის 23 ნოემბერს დაუკრძალავთ.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ირკვევა, რომ მთავარეპისკოპოს დოსითეოზს, იმ პერიოდში, როცა იგი თელავისა და საქართველო-კავკასიის ეპარქიებს განაგებდა, რუსულიდან გადმოუქართულებია მილტონის „დაკარგული სამოთხე“, ხოლო შემდგომ წლებში – კიდევ არაერთი უცხოენოვანი ნაწარმოები.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველ იანვარს საქართველოს ეგზარქოს იონას მიერ თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ ლოცვას ესწრებოდნენ გენერალიტეტი, სამხედრო და სამოქალაქო ჩინოვნიკები და თბილისის ნარჩევი საზოგადოება.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 6 იანვარს, ნათლისღებაზე, საქართველოს ეგზარქოსმა, მიტროპოლიტმა იონამ სიონის ტაძრის მოპირდაპირე მხარეს, მტკვრის სანაპიროზე შეასრულა წყლის კურთხევის სადღესასწაულო წესი. მტკვრის „იორდანედ ქცევის“ ასეთივე რიტუალი შესრულებულა მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, თბილისის სომხური ეკლესიის, ვანქის გასწვრივ, თუმც წესი შეუსრულებია არა სომეხ მთავარეპისკოპოს იოანეს, რომელიც შეუძლოდ ყოფილა, არამედ – ასტრახანის მთავარეპისკოპოს სერაფიმეს.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე სასულიერო სასწავლებლისთვის ფულადი დახმარების გაღებაზე უარი განაცხადეს შემდეგმა სასულიერო პირებმა: აბრამ ბაღაშვილმა, ლ. ბერიევმა, ივანე როსტომოვმა, დ. ქიტიევმა, გ. ახმეტელოვმა და სფ. ფირანოვმა.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 3 იანვარს საქართველოდან რუსეთში სავაჭროდ გაემგზავრა თბილისის მოქალაქე დავით თამამშევი, რომელსაც 35 ფუთი აბრეშუმი წაუღია გასაყიდად.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 3 იანვარს საქართველოდან რუსეთში სავაჭროდ გაემგზავრა თბილისის მოქალაქე სტეფანე ამიროვი, რომელსაც თან ჰქონია კვერნის 200 და წავის 263 ბეწვი და კიდევ მრავალი სხვა საქონელი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 3 იანვარს საქართველოდან რუსეთში სავაჭროდ გაემგზავრა თბილისის მოქალაქე ივანე შადინოვი. მან 70 ფუთი აბრეშუმი წაიღო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 თებერვალს ჭიათურის განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა 1915 წლის მოქმედების ანგარიში. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე, ექიმი, სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე და მდივანი ნიკოლოზ მაქსიმეს ძე წუწუნავა.

1915

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის მოქმედების ანგარიშის მიხედვით ივანე მიხეილის ძე გომელაური ჭიათურის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის მოქმედების ანგარიშის მიხედვით სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე ჭიათურის განყოფილების თავმჯდომარე იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის მოქმედების ანგარიშის მიხედვით ნიკოლოზ მაქსიმეს ძე წუწუნავა ჭიათურის განყოფილების მდივანი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის მოქმედების ანგარიშის მიხედვით ირაკლი გიორგის ძე დეკანოზიშვილი ჭიათურის განყოფილების ხაზინადარი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის მოქმედების ანგარიშის მიხედვით ჭიათურის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: სევერიანე სპირიდონის ძე ჩიქოვანი, ილია ზურაბის ძე აბაშიძე და ალექსანდრე ვლადიმერის ძე წერეთელი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 6 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების სხდომის ოქმის მიხედვით თავმჯდომარე ივანე აბაშიძემ თანამდებობაზე უარი განაცხადა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 6 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების სხდომის ოქმის მიხედვით, კრებამ თავმჯდომარედ სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე დაასახელა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების წევრები იყვნენ: ალექსანდრე ივანეს ძე გამრეკელი, ივანე მიხეილის ძე გომელაური, ერეკლე გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი, ვიქტორია დიმეტრეს ასული დეკანოზიშვილისა და ბესარიონ იაკობის ძე ვაშაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა ბესარიონ ავთანდილის ძე სრესელმა აღიარა, რომ მასთან მივიდნენ ვასო მამითაშვილი, იასონა მელაძე, ვანო ხომასურიძე და სხვ., რომლებმაც მიუტანეს მათი თავმჯდომარის „რასპისკა“, რომ იგი ითხოვდა „დვუხკოლკას“ და ცხენებს, „დვუხკოლკა“ არ წაიღეს, რადგან გაფუჭებული იყო, ცხენები კი ძალით გამოიყვანეს ბოსლიდან და წაიყვანეს. მათი მეთაური იყო შაქრო ალხაზიშვილი, რომლის ბრძანებითაც ხდებოდა ეს ყველაფერი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტში ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით გაიმართა კრება, რომელზეც პარლამენტის წევრებმა განიხილეს სხვადასხვა საკითხი. პირველი და მთავარი საკითხი საქართველოს რაიონებში უმაღლესი სასწავლებლის გახსნის აუცილებლობას ეხებოდა. ასევე განიხილეს კანონ-პროექტი, რომლის მიზანი იყო, მოქალაქეთა ფულადი დახმარება და გარკვეული სესხის გადაცემა თბილისის თვითმმართველობისათვის, რომელიც ქალაქის ხარჯებისთვის იყო საჭირო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ შაქრო იოსების ძე ბალამწარაშვილმა აღიარა, რომ სახლში იმყოფებოდა ავადმყოფი, როდესაც მასთან, როგორც სოფლის ასისთავთან, მივიდა მეჯვრისხეველი შაქრო ალხაზიშვილი ხალხთან ერთად და იარაღი სთხოვა, რადგან არ ჰქონდა ¬ წავიდნენ. მათ ძალით წაიყვანეს გრიშა მელაძე, კოლა ცეცხლაძე, გიორგი ნარიმანიძე. ამ ყველაფერში კოლა ბალამწარაშვილთან ერთად აქტიურობდნენ ვანო და შაქრო გუნდიაშვილები.