რეგისტრირებული ფაქტები89471
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1803
ტიპი: ღონისძიება
1803 წლის 22 ოქტომბერს გენერალ-მაიორ ვასილ სიმონის ძე გულიაკოვმა ლეზგინები დაამარცხა მდინარე ალაზანზე.
1806
ტიპი: თანამდებობა
1806 წლის 2 ივნისს გენერალ-ლეიტენანტი ვასილ სიმონის ძე გულიაკოვი დაინიშნა საქართველოს მთავარსარდლად.
1806
ტიპი: ღონისძიება
1806 წლის ივლისში გენერალ-მაიორ პეტრე დანიელის ძე ნესვეტაევმა აჯანყება ჩაახშო ოსეთში.
1806
ტიპი: ღონისძიება
1806 წლის ივლისში გენერალ-მაიორმა გრიგოლ ივანეს ძე გლაზენაპმა სამხედრო ექსპედიცია მოაწყო ყაბარდოში.
1807
ტიპი: ღონისძიება
1807 წელს გენერალ-მაიორი პეტრე დანიელის ძე ნესვეტაევი თავისი ჯარით ყარსის საფაშოს ტერიტორიაზე შევიდა.
1809
ტიპი: თანამდებობა
1809 წლის 5 მარტს კავალერიის გენერალი ალექსანდრე პეტრეს ძე ტორმასოვი საქართველოს მთავარსარდლად დაინიშნა.
1811
ტიპი: თანამდებობა
1811 წლის სექტემბერში გენერალ-ლეიტენანტი ფილიპე ოსიპის ძე პაულიუჩი საქართველოს მთავარსარდალი გახდა.
1811
ტიპი: ღონისძიება
1811 წლის 8 დეკემბერს პოლკოვნიკმა პეტრე სტეფანეს ძე კოტლიარევსკიმ შტურმით აიღო ახალქალაქის ციხე-სიმაგრე.
1812
ტიპი: თანამდებობა
1812 წლის 16 თებერვალს გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლოზ თევდორეს ძე რტიშჩევი დაინიშნა საქართველოს მთავარმართებლად.
1808
ტიპი: ღონისძიება
1808 წელს გენერალ-ლეიტენანტმა გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენმა ერევანი ალყაში მოაქცია.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიშის მიხედვით ზაქარია ლუარსაბის ძე კიკნაძე კავკავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიშის მიხედვით მღვდელი გიორგი ნათაძე კავკავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიშის მიხედვით ზაალ დავითის ძე მჭედლიშვილი კავკავის განყოფილების გამგეობის ხაზინადარი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიშის მიხედვით კავკავის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული, ივანე ივანეს ძე ფიცხელაური, ივანე იოსების ძე მთვარელიშვილი, დიმიტრი დავითის ძე ცისკარაული, ალექსანდრე გიორგის ძე როინაშვილი, ვასილ ალექსის ძე კაიშაური და დიმიტრი ივანეს ძე ერქომაიშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილებამ ქართული წარმოდგენების მოსაწყობად 73.46 მანეთი გამოყო, სტიპენდიებისთვის კი ბიუჯეტიდან თანხა არ გაუციათ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილების წლიური შემოსავალი 8339.99 მანეთი იყო. მათ ბიუჯეტში სეირნობებიდან 7183.83 მანეთი შეუვიდათ, შემოწირულობების სახით კი — 260 მანეთი. 1913 წლის ნაშთი 391.24 მანეთი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილის პიესას „ოჯახი“ კავკასიის სცენებზე დადგმის ნება დართეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბათუმში განმეორებით არჩევნებზე დეპუტატების ამომრჩევლად რუსთა კურიიდან დახნოვიჩი დაასახელეს.

