რეგისტრირებული ფაქტები92206
სორტირება თარიღი კლებადობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე მათე სუხიაშვილმა საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო ფული შეიტანა. მისი თავმდებნი იყვნენ: ნიკო ცხვედაძე, გრიგოლ ყიფშიძე და იაკობ გოგებაშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 1-ელ ნოემბერს, 2 საათზე, ნიკოლოზ ცხვედაძე დაბარებული იყო სხდომაზე „ივერიის“ რედაქციაში.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 32-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 1-ლ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა: ნიკოლოზ ცხვედაძემ, იაკობ გოგებაშვილმა და გრიგოლ ყიფშიძემ — ანასტასია წერეთლისას თბილისის პირველ სამკითხველოში საქველმოქმედო საღამოს გამართვის ნება დართეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის ნოემბერში ნაძალადევის ბიბლიოთეკის მზრუნველად დაინიშნა არჩილ კონსტანტინეს ძე ჯორჯაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ნოემბერში ნიკოლოზ ცხვედაძემ ქშწკგ საზოგადოების სახელით კანცელარიის ხარჯების დასაფარად 26 მანეთი გამოყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გაცემული ხარჯები ხელმოწერით დაადასტურეს: არჩილ ჯორჯაძემ, გიორგი ლასხიშვილმა, ნიკოლოზ ცხვედაძემ და სხვებმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძეს ბათუმიდან ივანე მესხი და მიხეილ ბეთანელი ესტუმრნენ. მათ სურდათ, რომ ილია ბათუმის მერობის კანდიდატთა შერჩევაში დახმარებოდა, ილიამ სტუმრებს ბათუმის მერად ივანე ანდრონიკაშვილის კანდიდატურა შესთავაზა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძემ და ალექსანდრე სარაჯიშვილმა ბეჭდვითი საქმის მთავარ სამმართველოს აცნობეს, რომ ილიამ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლება სარაჯიშვილს გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კავკასიის შიდა მრეწველობის კომიტეტმა შიდა მრეწველობისათვის საჭირო იარაღებისა და სამაგალითო ნიმუშების შესაძენად 300 მანეთი გადადო. ეს საქმე არტემ სტეფანეს ძე ფირალოვს დაავალეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 11 ნოემბერს სახალხო კითხვებისა და წარმოდგენების გამმართველი კომისიის სხდომაზე ვ. პ. კუზალოვი აუდიტორიის გამგედ აირჩიეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის ნოემბერში ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის კომიტეტმა ეკლესიის წიგნსაცავის დარბაზში გამართა კრება გენერალ-ადიუტანტ ივანე გივის ძე ამილახვრის თავმჯდომარეობით.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 1 ნოემბერს ქართულ დრამატულმა დასმა სათავადაზნაურო თეატრში მსახიობ კონსტანტინე შათირიშვილის საბენეფისოდ წარმოდგენა გამართა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 1 ნოემბერს სათავადაზნაურო თეატრში ქართულმა დრამატულმა დასმა გამართა წარმოდგენა ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილისა და კონსტანტინე ყიფიანის მონაწილეობით.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ხმოსან ა. ს. ბაბოვის მიერ წარდგენილი სკოლის პროექტი ქალაქის სასწავლებელთა გამგე-კომისიას 1 ნოემბერს უნდა განეხილა.

