რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ევტიხი მამინაიშვილმა, რომ როკას კოშკის და ყორნისის სკოლებისთვის უფასოდ დაეთმოთ ათ-ათი ცალი დედა ენა და ორმოც-ორმოცი ცალი ქართული რვეული. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და სხვ. სხდომაზე გამგეობამ აბრამ ნორდშტეინს სურათების ანგარიშში 7.50 მანეთი გადასცა, თედო სახოკიას – 4.20, გრიგოლ ყიფშიძეს ეკატერინე გაბაშვილის ნაწერების შესწორებისთვის – 20, ნიკოლოზ ბადრიძეს – 2.80, დურგალ დიმიტრი ნონიკაშვილს – 14, ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში – 84, ასევე გადაიხადა საზოგადოების სხვა ხარჯებიც, რამაც სულ 149.10 მანეთი შეადგინა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 24 ნოემბრის „ცნობის ფურცელში“ მეთოდე ვასილის ძე ქათამაძე ახლობლებსა და ნათესავებს ატყობინებდა, რომ 25 ნოემბერს ჩხარის მაცხოვრის ეკლესიაში მისი გარდაცვლილი მეუღლის, თებრომია ქათამაძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი და წირვა აღსრულდებოდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 24 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ინჟინერი ს. ფ. ნოვოშეისკი და პოლკოვნიკი პ. ფ. ფონ-პარკაუ ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებლის განმაახლებელი კომისიის წევრები იყვნენ.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 24 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ენ. ნიკურაძემ სოფ. კულაშიდან ლუკა გოჩოლეიშვილის ქალიშვილი გაიტაცა და იმავე ღამით ქალის თანხმობით მასზე ჯვარი დაიწერა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 24 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ინჟინერი ს. ფ. ნოვოშეისკი და პოლკოვნიკი პ. ფ. ფონ-პარკაუ ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებლის განმაახლებელი კომისიის წევრები იყვნენ.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 24 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კომპოზიტორი სერგეი ლევის ძე ტოლსტოი ბათუმიდან თბილისში ჩავიდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 23 ნოემბერს თბილისის პოლიციის მეხუთე ნაწილის ბოქაულმა ზაზულევიჩმა მოქალაქე მარტიროსოვის მკვლელობაში ბრალდებულის სახლში 180 მანეთის კუპიურები აღმოაჩინა, რომლებსაც სისხლის ლაქები ემჩნეოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 ნოემბერს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში წირვის დასრულების შემდეგ მღვდელ მარკოზ ტყემალაძეს მრევლთან სასულიერო-საგანმანათლებლო საკითხებზე უნდა ესაუბრა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 22 ნოემბერს ძმებმა ლუკა და ერმალოზ ხახლიანიძეებმა ჩხუბისას გიორგი ბერიკაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მიწათმოქმედების სამინისტროში სამთო ინჟინერ ს. ს. დევის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე განიხილეს, მიეცათ თუ არა უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის კავკასიაში ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 ნოემბერს მღვდელმა სოლომონ შოშიაშვილმა ნაძალადევის უბანში შეკრებილ საზოგადოებას ახალი სამრევლო სკოლისა და სამლოცველოს აშანების თაობაზე ეგზარქოს ფლაბიანეს ლოცვა-კურთხევა გადასცა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 22 ნოემბერს გორის რკინიგზის სადგურის მახლობლად იოსებ ალექსანდრეს ძე ჯავროვმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ტელეგრაფის თანამშრომელი, 35 წლის იოსებ კანდელაკიშვილი, რომელიც ორი დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 22 ნოემბერს მღვდელ მელიტონ კედიას მიერ ზუგდიდში გამართულ წვეულებაზე ერთ-ერთი სტუმარი სიმთვრალისგან გარდაიცვალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 21 ნოემბერს თბილისის საეპარქიო საქალებო სასწავლებლის ეკლესიაში ეგზარქოსმა ფლაბიანემ სასწავლებლის დღეობისადმი მიძღვნილი წირვა აღავლინა, რის შემდეგაც სემინარიის საბჭოს წევრმა, დეკანოზმა ანტონ თოთიბაძემ, მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქუთაისის დრამატულ თეატრში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მიერ დადგმული ალექსანდრე ყაზბეგის დრამა „ქეთევან დედოფალი“ წარმოადგინეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 20 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დიდი მთავრის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის მიერ ფოთის მოურავის, ნიკო ნიკოლაძისადმი მიწერილი სამადლობელი წერილი გამოქვეყნდა.

