რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდლები, ლუკა მაღრაძე და მაკარ გაჩეჩილაძე სოფელ წევას ერთკლასიანი სკოლის გამგეები იყვნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ბიწმენდის მკვიდრი გიორგი მთიულაშვილი თავის ნათესავ მიხა შოტნიაშვილთან ერთად ეჭვიანობის ნიადაგზე ხანჯლით თავს დაესხა თანასოფლელს, რომელსაც მისი დანიშნული ქალის ცოლად მოყვანა ჰქონდა განზრახული. პოლიციამ და მეზობლებმა მოჩხუბრების გაშველება შეძლეს და ჩხუბს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მას შემდეგ, რაც სამტრედიის ბოქაული ვარდენ ქელბაქიანი სხვა სამსახურში გადაიყვანეს, დაბაში ქურდობისა და ძარცვის შემთხვევები გახშირდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი ფიოდორ გერშელმანი სამსახურებრივი მივლინებით თბილისში იმყოფებოდა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 13 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში ს. მილილოვის საქმის განხილვა იყო დაგეგმილი, რომელსაც მოქალაქე გრ. მირზოევისთვის 40000 მანეთის გაბათილებული ვექსილის წარდგენა ედებოდა ბრალად.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 13 ნოემბერს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ თბილისის ყოფილი გუბერნატორის, გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძის მიერ დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო ფონდის საქმიანობის შესახებ იუწყებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკოლოზ ივანეს ძე პრიბილმა ბორჩალოს მაზრის პოლიციის რევიზია დაასრულა და მალე გუბერნიის სხვა მაზრებში გაემგზავრებოდა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 12 ნოემბერს თბილისში, მოღნისის მოედნის პარკში, ვაჭარ მარტირუზოვის გვამი იპოვეს, რომელსაც ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 2 ნოემბერს ვაჭარი ს. მიღდისოვი თელავის მამასახლისის თანაშემწედ აირჩიეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სამეურნეო ბანკის მმართველობამ ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე კახეთში მიავლინა ადგილობრივი ჩარჩების მიერ ხელოვნურად შემცირებული ღვინის ფასის საკითხის შესასწავლად.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 ნოემბერს ეგ. ოთარაშვილს მგზავრობის საფასურის გადაუხდელობის გამო ოცამდე თბილისელმა მეეტლემ დაუნდობლად სცემა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ნოემბრის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სურამის მომრიგებელმა მოსამართლემ განიხილა მელქო ლოტუევის საჩივარი სურამის რკინიგზის სადგურის უფროსის თანაშემწის, იაგორ მახარაძის წინააღმდეგ, რომელსაც მომჩივანი მისი კუთვნილი ამანათის მითვისებაში სდებდა ბრალს.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 12 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფოტოგრამა აბრამ ნორდშტეინმა გამოსცა ქართველი მწერლების პორტრეტების ალბომი, რომელშიც ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის, ალექსანდრე ყაზბეგის და სხვათა სურათები იყო წარმოდგენილი. ალბომი 75 კაპიკი ღირდა და შემოსავლის 10 პროცენტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საჭიროებებს მოხმარდებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ნოემბერს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორმა ფიოდორ გერშელმანმა ქალაქის სათავადაზნაურო სკოლა დაათვალიერა.

