რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ნოემბერის თბილისის პოლიციამ მოქალაქე მარტირუზოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოქრომჭედელი კონსტანტინე ვართანოვი დააკავა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოება შეუძლოდ მყოფი მსახიობის, ბარბარე ავალიშვილის დასახმარებლად დავით მესხის მიერ თარგმნილ ჰერმან მელვილის დრამა „სიულივანს“ წარმოადგენდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნატალია ივანეს ასულ მაჩაბლის მიერ ყორღანოვის ქუჩაზე დაკარგული ჩემოდანი, რომელშიც 30000 მანეთი იდო, გამვლელმა იპოვა და პოლიცმეისტერის გამგეობას გადასცა, რის შემდეგაც დაკარგული ნივთი და თანხა მეპატრონეს დაუბრუნდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი ბაქოდან ყუბანის მაზრაში, შემდეგ კი ქალაქ დარუბანდში გაემგზავრებოდა და თბილისში 14 ნოემბერს დაბრუნდებოდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ხელოსანთა ამხანაგობა „შრომამ“ მეჩუქურთმე ა. აფ. ბატანოვი დაიქირავა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ავადმყოფი მსახიობის, ბარბარე ავალიშვილის დასახმარებლად ქართულ დრამატულ საზოგადოებას უნდა წარმოედგინა სცენები დავით კეზელის პიესიდან „მიროვოი სუდიასთან“ ელისაბედ ჩერქეზიშვილის, კონსტანტინე შათირიშვილის, ბ. ბ. აბაშიძის, გიორგი კანდელაკის, ალექსანდრე იმედაშვილისა და სანდრო თამაზიშვილის მონაწილეობით.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ავადმყოფი მსახიობის, ბარბარე ხერხეულიძე-ავალიშვილის დასახმარებლად, ქართული დრამატული საზოგადოება ჰერმან მელვილის „სიულივანის“ პრემიერას წარმოადგენდა, რომლის თარგმანიც დავით მესხს ეკუთვნოდა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ საჭირო იყო წიგნსაცავისთვის შეეკეთებინათ 2 კარადა და მუზეუმის ნივთებისთვის 2 ვიტრინა. ასევე მუზეუმსა და კანცელარიის შუაში უნდა გაეკეთებინათ რკინის მოაჯირი. საკითხი გამგეობამ განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ილია ჭავჭავაძე და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს მაჩხაანის დეპოს თხოვნა, რომ გამგეობას საკომისიოდ გასაყიდად გაეგზავნა სასკოლო წიგნები, მათ შორის „დედა ენა“, ქართული რვეულები და სხვა. გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო საკითხის განხილვა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს თომა მთავრიშვილის შუამდგომლობა, რომ გამგეობას გაეგზავნა სამ-სამი თუმნის წიგნები ვლადიმერ დავითის ძე ლომაძესთვის სოფელ ძიმითში და ივანე დიმიტრის ძე ჭანტურიშვილისთვის სოფელ აცანაში. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს პეტერბურგში მყოფი სტომატოლოგიური კურსის სტუდენტის, ივანე ახალშენიშვილის წერილი. ის გამგეობას ატყობინებდა, რომ მოვალე იყო, საზოგადოებისთვის გადაეცა 5 თუმანი, რომელიც ეპისკოპოსი კირიონისგან უკან დაბრუნების პირობით მიიღო. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პედაგოგმა მიხეილ კლიმიაშვილმა მოხსენება გააკეთა გომარეთის სკოლის მდგომარეობის შესახებ, ასევე გამგეობას სთხოვა სკოლისთვის გაეგზავნათ სასწავლო ნივთები და დახმარებოდნენ სკოლის დაზიანებული ჭერის აღდგენაში. გამგეობამ მ. კლიმიაშვილს გაუგზავნა სასწავლო ნივთები რუკებისა და სურათების გამოკლებით და ასევე შეატყობინა, რომ ჭერი თავად შეეკეთებინათ და ზაფხულისთვის გამგეობა იზრუნებდა მის განახლებაზე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, ილია ჭავჭავაძე, დავით კარიჭაშვილი და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი ნოემბრიდან 9 ნოემბრამდე მიღებული საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი და ივანე ზურაბიშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთეს წიგნების არჩევისა და ბეჭდვის კომისიის წევრებმა ეკატერინე გაბაშვილის საყმაწვილო მოთხრობათა გამოცემის შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გ. კორინთელს ფოტოგრაფიის სახელოსნო ოთახის გარემონტებისთვის გადასცა 18.10 მან., ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში – 27 მან., ნიკოლოზ ავალიშვილს – 12 მან., ზაქარია ჭიჭინაძეს – 10 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ სანამ ფოტოგრაფიის თანამშრომლებს შეცვლიდნენ, მანამდე მათთვის უნდა გადაეხადათ კუთვნილი ხელფასები. გამგეობამ თანხმობის დასტურად აბრამ ნორდშტეინს გადასცა – 75 მან., ზაქარია ლაბაურს – 25 მან., მბეჭდავ ხუნდაძეს – 30.50 მან., ეკატერინე გძელიშვილს – 20 მან., ნიკა ფიცხელაურს – 10 მან., ბეგოიძეს – 5 მან., ხოლო ვასილ როინაშვილმა უარი განაცხადა ჯამაგირზე, რადგან პასუხს ელოდებოდა ფოტოგრაფიის შესყიდვის თაობაზე.

