რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებელ გრიგოლ გოლიცინს აბასთუმნის სამკურნალო წყლების მართვა-გამგეობა დაექვემდებარა.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პროვიზორმა ლ. ა. კამოცკიმ თავისი აფთიაქის თანამშრომლებს სამუშაო საათები შეუმცირა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის პოლიციის მცხრე განყოფილების პოლიცმაისტერი ბ. ტატიშვილი მეტეხის ციხის ზედამხედველად დაინიშნა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 7 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი თბილისიდან ბაქოში გაემგზავრა.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 7 ნოემბერს ალესანდრე თოიძე ბათუმში მდებარე სასტუმრო „ლონდონის“ მეპატრონე გახდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის გუბერნატორმა მოურავ გ. გ. ევანგულოვს ქალაქის დასუფთავებისათვის 500 მანეთის განკარგვა დაავალა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი დეპეშით იტყობინებოდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 6 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნინა ყიფშიძის განცხადება, რომლითაც ის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს გატანილი ყულაბების კანცელარიისთვის დაბრუნებას სთხოვდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვექილმა ბ. ეჯუბოვმა თბილისის სასამართლოში სოფელ ძიროვანის გამიჯვნასთან დაკავშირებული საკასაციო სარჩელი წარადგინა, სადაც მხარეთა უფლებებს ბ. ხაზარსკი და ბ. ოგულოვიჩი იცავდნენ.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბ. ავალიშვილი ნათესავებმა ავადმყოფობის გამო სოფელში გადაიყვანეს, თუმცა შიშობდნენ, რომ იქაურ პირობებში მისი გამოჯანმრთელება გაჭირდებოდა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 6 ნოემბერს ხევსურეთში ყაჩაღ ოსია ფარეშას ძე ხარსიევს და მისი შეარაღებული დაჯგუფების წევრებს უშიშა წიკლაური და ბეწიკა გიგაური ჩაუსაფრდნენ, რათა მძარცველებისთვის ნაქურდალი წაერთმიათ. ორმხრივი სროლის შედეგად უშიშა წიკლაური მძიმედ დაიჭრა და მეორე დღეს გარდაიცვალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 ნოემბერს ხევსურეთში ყაჩაღმა ოსია ფარეშას ძე ხარსიევმა და მისი შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა მანგია გიგაურის გომური გატეხეს, საიდანაც ერთი ცხენი და ერთი ხარი გაიტაცეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 ნოემბერს ხევსურმა გიგა წიკლაურმა და მისმა თანასოფლელებმა ყაჩაღი ოსია ფარეშას ძე ხარსიევი და მისი შეიარაღებული დაჯგუფების წევრები ალყაში მოიმწყვდიეს და შეიპყრეს, ხოლო ერთი მათგანი, ცნობილი ყაჩაღი ჯინჯალი არაფიაშვილი, ადგილზე მოკლეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თავადმა ივანე გივის ძე ამილახვარმა გორის მაზრის სოფლების დასახმარებლად ხაზინიდან შვიდი ვაგონი ხორბალი ისესხა.

